ირჟი ჰომოლა: მიზანი - მორიგი სამი ქულაა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთთან" მოახლოებული თამაშის წინ, "დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი დინამოელთა ჩეხმა ლეგიონერმა, ირჟი ჰომოლამ გააკეთა.

ირჟი ჰომოლა:"ბოლო ორი შეხვედრა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა. "ტორპედოსთან" და გორის "დილასთან" "დინამომ" სასურველი ფეხბურთი აჩვენა.

მართალია ბოლო შეხვედრის მეორე ნახევარი შედარებით სუსტად ვითამაშეთ, თუმცა გუნდს აშკარად ეტყობა, რომ პროგრესირებს. ამ ბოლო დროს გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, დახვეწა სათამაშო სტილი და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა. მსგავსი თამაშის საჩვენებლად კი დრო იყო საჭირო.

რაც შეეხება ჩემს გამოსვლას ერთს ვიტყოდი - ეს ფეხბურთია. დღეს კარგად ჩაატარებ შეხვედრას, მომავალში კი
შეიძლება ისე არ წაგივიდეს თამაში, როგორც გსურს. მოწადინებული ვარ, რომ მატჩიდან, მატჩამდე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენო - ძალიან მინდა, ჩემი კარგი თამაშით გუნდს გამოვადგე და დასახული მიზნების მიღწევაში ჩემი წვლილიც შევიტანო.

ოთხშაბათს "ზესტაფონთან" გადადებული შეხვედრის გამართვა მოგვიწევს. მოქმედ ჩემპიონებთან სათამაშოდ მოედანზე სრული მობილიზაციით უნდა გავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად, თუმცა წინ "კოლხეთთან" თამაში გვაქვს და მხოლოდ კვირას გასამართ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენი მიზანი მორიგი სამი ქულის მოპოვება არის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული