ტორპედო-მეტალურგი 3:0 - ინდუსტრიას არა, მაგრამ, ქუთაისში "ტორპედოს" აშენებენ

AutoSharing Option
11. 12. ქუთაისი. ტორპედო. 4000 მაყურებელი
ტორპედო-მეტალურგი 3:0
1:0 გოცირიძე (6), 2:0 თარხნიშვილი (46. გოცირიძის პასით), 3:0 გამეზარდაშვილი (52. ბოლქვაძის პასით)

ტორპედო მეტალურგი
მიგინეიშვილი ბედიაშვილი
ფოფხაძე მახვილაძე
ს. თოდუა კვახაძე
გამეზარდაშვილი კვარაცხელია
გურული ჯაფარიძე
დოლიძე ქავთარაძე
გ. დათუნაიშვილი დობროვოლსკი
დიღმელაშვილი რაზმაძე
თარხნიშვილი მაისურაძე
გოცირიძე ტატანაშვილი
დ. ბოლქვაძე მოდებაძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გეგუჩაძე კ. ჟორჟიკაშვილი

ტორპედო
63. ბოლქვაძე - კუხიანიძე
66. გოცირიძე - მეგრელაძე
76. დიღმელაშვილი - იოსელიანი

მეტალურგი
45. ჯაფარიძე - მიქაბერიძე
56. მოდებაძე – გეწაძე.
69. ქავთარაძე - პავლიაშვილი

გაფრთხილება: დიღმელაშვილი (19), რაზმაძე (31), ტატანაშვილი (43), დობროვოლსკი (45), თარხნიშვილი (90).
არბიტრი: ლ. სილაგავა

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა, მოულოდნელი ქუთაისელთა დიდი ანგარიშით გამარჯვება იყო.

გია გეგუჩაძის მისვლის შემდეგ "ტორპედო" გადასხვაფერდა, გამოცოცხლდა და ისე ათამაშდა, მეტოქეებს გამკლავება უჭირთ. ამჯერად ქუთაისელებმა რუსთაველებთან მოიპოვეს დამსახურებული გამარჯვება.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი რეალური საგოლე მომენტიც მათ შექმნეს: მე-5 წუთზე გოცირიძის თავური ბედიაშვილმა მუშტებით მოიგერია. თუმცა მალევე რევაზმა მაინც გაიტანა: გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მიიღო, მცველები ახლოს არ გაიკარა, შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა - 1:0.

მე-12 წუთზე მეკარესთან პირისპირ დოლიძე გადიოდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა.

36-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დავით დიღმელაშვილმა თავი შეაგება, მაგრამ ბედიაშვილმა ისევ იმარჯვა.

ერთ წუთში გოცირიძემ ორთაბრძოლისას ლაშა ჯაფარიძეს ცხვირი გაუტეხა და რუსთაველთა მცველმა მოედანი ნაადრევად დატოვა. რუსთაველები მასპინძელთა ფორვარდის დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ ლაშა სილაგავა ეპიზოდში კარგად ვერ გაერკვა.

ჯაფარიძის არყოფნაში კაცნაკლული "მეტალურგები" შეცდნენ, დოლიძის წამოწყებული შეტევა გოცირიძემ გააგრძელა, თორნიკე თარხნიშვილი მოძებნა, რომელაც ზუსტი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

რუსთაველები მოიშალნენ და მეორე ნახევრის დასაწყისში მესამე გოლიც მიიღეს: 51-ე წუთზე დავით ბოლქვაძემ საჯარიმო დაარტყა, რუსთაველმა მცველებმა ბურთი ვერ მოიგერიეს, რითაც მეკარის საჯარიმოსთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დავით გამეზარდაშვილმა ისარგებლა - 3:0.

68-ე წუთზე მასპინძლებს უფრო სოლიდური სხვაობით დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ გია მეგრელაძის სახიფათო დარტყმა ბედიაშვილმა მოიგერია.

რუსთაველები პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილის, 88-ეზე კი ირაკლი მაისურაძის გარჯა უშედეგო გამოდგა და "ტორპედომ" დამსაუხრებულად გაიმარჯვა.

კობა ჟორჟიკაშვილი ("მეტალურგი"): "შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, გოლი მივიღეთ, მერე იყო ჯაფარიძის ეპიზოდი, რომელზეც რეაგირება არ ყოფილა და სწორედ ამას მოჰყვა ჩვენი შეცდომა და მეორე გოლი. ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა კი შუეძლებელი აღმოჩნდა."

გია გეგუჩაძე ("ტორპედო"): "ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომლის თამაშსაც კარგად გავეცანით, ბიჭებბმა კი დავალება ჩინებულად შეასრულეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული