ვიტ ჯორჯია-ბაია 4:0 - კორიფე კორიფაძე

AutoSharing Option
11.12. მცხეთა. მცხეთა პარკი. 300 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ბაია 4:0
1:0 ზაქრაძე (42. ჩიმაკაძის პასით), 2:0 კორიფაძე (58. ზაქრაძის პასით), 3:0 კორიფაძე (59. ჩიმაკაძის პასით), 4:0 კორიფაძე (70. ღანიაშვილის პასით)

ვიტ ჯორჯია ბაია
4-2-3-1 4-2-3-1
ძაძამია სომხიშვილი
ხურცილავა ქვარცხავა
გოგიაშვილი აფაქიძე
კასრაძე პაჭკორია
ღანიაშვილი აკობია
გურ. გურეშიძე ტყემალაძე
ვასაძე სიხარულია
კორიფაძე სამუშია
გ. ჯანელიძე გუგუჩია
ზაქრაძე ენდელაძე
ჩიმაკაძე ეხვაია
მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ბერიძე ე. ქომეთიანი

ვიტ ჯორჯია
68. ჯანელიძე - გიორგი გურეშიძე
71 . ჩიმაკაძე - სიხარულიძე
83. ზაქრაძე - ჯუღელი
სათადარიგოები: რეჭია, ხუჭუა, გეთიაშვილი, ვაშაკიძე

ბაია
46. სამუშია - ჟიშკარიანი
46. გუგუჩია - ფარჯიკია
67. ენდელაძე - გამრეკლიძე
სათადარიგოები: მაქაცარია, ნ. შონია, გუჯეჯიანი, გერგედავა

გაფრთხილება: აკობია (30), ჯანელიძე (32), გუგუჩია (35)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია

ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში დასამკვიდრებლად "ვიტ ჯორჯიამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება "ბაიას", მისგან მეტს ველოდით, ზუგდიდელებმა, მეტოქეს წინააღმდეგობა, ფაქტობრივად, ვერ გაუწიეს.

მიმდინარე სეზონში "ვიტ ჯორჯიამ" პირველად მოიგო დიდი ანგარიშით. "მცხეთა-პარკზე" ვიტჯორჯიელთა დღე იყო. მასპინძელთა გამარჯვება მეტწილად მათმა ფლანგელებმა განაპირობეს - ბექა ზაქრაძემ და გიორგი კორიფაძემ ჩინებულად ითამაშეს.

პირველი ტაიმი ასე თუ ისე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი მხნედ ირჯებოდა. პირველი ხიფათი "ვიტ ჯორჯიამ" შექმნა - ზაქრაძემ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. ამის მერე საგოლე შანსი "ბაიას" ჰქონდა, ირაკლი ეხვაიამ ოსტატურად გაატარა ბურთი და გურამ სამუშია ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა - ზუგდიდელმა კარგად ვერ დაარტყა და გიორგი ძაძამია იოლად დაეუფლა ბურთს.

ვერ ვიტყვით, რომ პირველ ტაიმში გუნდებს კომბინაციური თამაში გამოსდიოდათ. უპირატესობა მაინც უფრო "ვიტ ჯორჯიას" მხარეს იყო, რასაც ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა - ზაქრაძემ ბესიკ ჩიმაკაძის პასის შემდეგ "ბაიას" კარს "ღრიჭო"  მოუძებნა- 1:0.

ზუგდიდელებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთს უხეიროდ დახვდა ლუკა გუგუჩია.

შესვენების შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა. საგოლე მომენტი ჯერ ლაშა კასრაძემ ვერ გამოიყენა, მერე - ჩიმაკაძემ. "ვიტ ჯორჯია" ზეწოლას განაგრძობდა და აძლიერებდა. გუნდს ტრავმამოშუშებული ლიდერი და კაპიტანი გიორგი ჯანელიძე დაუბრუნდა, მეორე საგოლე კომბინაცია სწორედ მან წამოიწყო, კარგად გაუჭრა პასი ზაქრაძეს, რომელმაც დიდებულად გადააწოდა ბურთი კორიფაძეს და - 2:0. ყველაფერი აქ დამთავრდა, "ბაია" უკვე გატეხილი იყო.

კორიფაძემ კიდევ ორი გოლი მიაყოლა, ორჯერვე მიეცა საგოლე შანსი ჩიმაკაძეს, ზაქრაძესაც მართებდა გატანა. ერთი სიტყვით, "ვიტ ჯორჯიას" გაცილებით დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული