გიორგი თექთურმანიძე: "ფოთის "კოლხეთთან" ჩატარებული თამაშის შედეგზე უდიდესი ზეგავლენა ირჟი ჰომოლას გაძევებამ იქონია.
ჰომოლას გაძევების შემდეგ ჩვენი თამაში სპონტანურად წარიმართა. სასიხარულოა, რომ გავიტანეთ და არ წავაგეთ, "ზესტაფონთან" შეხვედრის წინ ნამდვილად არ გვსურდა იმერეთში წაგებულნი წავსულიყავით.
ვიმედოვნებ, ოთხშაბათს გულშემატკივარი რადიკალურად სხვა ფეხბურთს იხილავს. ზესტაფონში გათამაშების ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება და ვალდებულნი ვართ, ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ".