[ტორპედო-მერანი 2:1] ქუთაისის გმირი ისევ მეკარეა

AutoSharing Option
14.12. ტორპედო. 2 500 მაყურებელი
ტორპედო-მერანი 2:1
1:0 გოცირიძე (8. ფოფხაძის პასით), 2:0 დოლიძე (13. თარხნიშვილის პასით), 2:1 ტაპე (88)

64-ე წუთზე მანწკავამ ვერ გაიტანა პენალტი

ტორპედო მერანი
4-4-1-1 4-4-2
მიგინეიშვილი შეროზია
დ. ფოფხაძე კაკუშაძე
გამეზარდაშვილი იობაშვილი
ს. თოდუა გ. ჟვანია
გურული სუხიაშვილი
თარხნიშვილი დიდავა
დიღმელაშვილი მანწკავა
დოლიძე ე. გრიგალაშვილი
გ. დათუნაიშვილი ჩალაძე
დ. ბოლქვაძე ამბროლაძე
რ. გოცირიძე ტაპე

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. გეგუჩაძე მ. ჟვანია

ტორპედო
62. დოლიძე - იოსელიანი
83. თარხნიშვილი - კუხიანიძე
89. გოცირიძე - მეგრელაძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, დ. ჯანელიძე, საბანაძე

მერანი
57. ამბროლაძე - ტორაძე
80. კაკუშაძე - მემარნიშვილი
სათადარიგოები: შენგელია,
შალიკაშვილი, მელიავა, წოწორია, იატრო

გაფრთხილება: გურული (40), გურული (63), იოსელიანი (67), თარხნიშვილი (79)
გაძევება: გურული (63)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

"ტორპედომ" მეკარის ბრწყინვალე თამაშის წყალობით კიდევ ერთი მატჩი მოიგო. ომარ მიგინეიშვილმა მთელი შეხვედრა ჩვეულ დონეზე ჩაატარა, თავისიანების გამარჯვებაში კი წვლილი, უპირველესად, 64-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდისას შეიტანა.

ტორპედოელმა, გიორგი გურულმა საკუთარ საჯარიმოში მერანელი, ლაშა ჩალაძე წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და, ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მარტვილელებს თამაშის გადარჩენის რეალური შანსი გაუჩნდათ. თუმცა მიგინეიშვილმა გიორგი მანწკავას მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანიც მოიგერია და დამატებაზეც ივარგა.

ეს მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი იყო, შეხვედრის დებიუტში კი "ტორპედოს" საქმე იდეალურად აეწყო. ჯერ რევაზ გოცირიძემ გაიტანა დაჩი ფოფხაძის პასით, შემდეგ კი თორნიკე თარხნიშვილის გადაცემას გრიგოლ დოლიძე გამოეხმაურა და "მერანი", ერთი შეხედვით, უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მალხაზ ჟვანიას გუნდი პირველი ტაიმის შუისკენ გამოცოცხლდა, თუმცა უქმად არც მასპინძლები ყოფილან და გურულის გაძევებამდე დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას.

სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გამოუყენებელმა პენალტმა ისინი ვერ გატეხა და უმრავლესობაში მყოფნი აქტიურად უტევდნენ. მიგინეიშვილმა მუნინი ტაპეს არ გაატანინა, საპასუხოდ კი გივი იოსელიანმა ბურთი ძელს გაარტყა.

"მერანი" ერთ გოლს ნამდვილად იმსახურებდა და მატჩის მიწურულს თავი ტაპემ გამოიჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე დინამოს ფანებმა და საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრებმა ზესტაფონს დიდი მადლობა უნდა უთხრან გუშინდელი გაკვეთილისთვის.დროულად ანახა ზესტაფონმა დინამოს სუსტი ყერტილები დასკვნების გამოსატანად. და ფლაგმანის გადასარჩენად. ისე ერთ წელიწადში გუნდი არ კეთდება რო იცოდეთ . ჯურნალისტებმა კი წერეთ სიმართლე რაც წაადგება გუნდს თკვენი ნაქები კ(უ)ოტოები გუშინ ჭ ლიგის მოთამაშეებს დაამგვანეს
mesi
10:44 15-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული