[ვიტ ჯორჯია-სიონი 4:1] კორიფაძემ ესტაფეტა ჩიმაკაძეს გადასცა

AutoSharing Option
მცხეთა. მცხეთა პარკი. 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-სიონი 4:1
1:0 ჩიმაკაძე (2. კორიფაძის პასით), 2:0 ზაქრაძე (30. კორიფაძის პასით), 3:0 ჩიმაკაძე (51. კორიფაძის პასით), 4:0 ჩიმაკაძე (70), 4:1 კემუხტაშვილი (88. ვ.ბოლქვაძის პასით)

ვიტ ჯორჯია სიონი
4-2-3-1 4-5-1
ძაძამია ზუხბაია
დ. ხურცილავა კობაური
გოგიაშვილი ოქროპირიძე
კასრაძე სვანიძე
ღანიაშვილი თარგამაძე
გურამ გურეშიძე ჩხეტიანი
ვასაძე გაბრიჭიძე
კორიფაძე კაციტაძე
გიორგი გურეშიძე ვ.ბოლქვაძე
ზაქრაძე ქუცურუა
ჩიმაკაძე გ.რეხვიაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ბერიძე ლ. ბაჯელიძე

ვიტ ჯორჯია
70. გიორგი გურეშიძე - ჯაყელი
71 . ვასაძე - მაისაშვილი
80. ჩიმაკაძე - კუხალეიშვილი
სათადარიგოები: რეჭია, ადამაძე, გეთიაშვილი, ვაშაკიძე

სიონი
46. კაციტაძე - კემუხტაშვილი
66.
რეხვიაშვილი - ხურციძე
67. ქუცურუა - ალავიძე
სათადარიგოები: კიკაბიძე, გიორხელიძე, ისიანი, კობერიძე

არბიტრი: გ. დოგრაშვილი

"ვიტ ჯორჯიამ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, მიჯრითვე მეორე შეხვედრაში გაიტანა ოთხი გოლი და ვიტჯორჯიელმა ზედიზედ მეორედ ჰეთ თრიკი შეასრულა.

წინა შეხვედრაში "ბაიასთან" გიორგი კორიფაძემ გაიტანა სამი გოლი, გუშინ კი - ბესიკ ჩიმაკაძემ. ისიც უნდა ითქვას, რომ კორიფაძემ "სიონთან" სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

თქმა რად უნდა, ამ მატჩში ფავორიტი "ვიტ ჯორჯია" იყო. მასპინძლებს სწრაფმა გოლმაც გაუადვილა საქმე - ჩიმაკაძემ ახლოდან, ცაციათი შეასრულა პირველი საგოლე დარტყმა.

"სიონს" უმალ არ ჩამოუყრია ყურები, ბოლნისელების "დირიჟორი", ვალერი ბოლქვაძე ურიგო პასებს როდი არიგებდა, მაგრამ სიონელებს ის შემართება და ენერგია აკლდათ, თამაშის შემობრუნებას რომ სჭირდება.

სტუმრებს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა - გიორგი ქუცურუა მარცხნიდან გაიჭრა ხელსაყრელ პოზიციაზე და მისი დარტყმა გიორგი ძაძამიამ გააუვნებლა.

ბოლნისელებმა რამდენიმე წუთით მოახერხეს ბურთზე კონტროლი, მერე კი ისევ "ვიტ ჯორჯიამ" გამოიდო თავი, მარჯვენა ფლანგიდან ჩინებული იერიშიც განხორციელდა და ბექა ზაქრაძემ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ბადეში.

ანგარიშის გაზრდა პირველივე ტაიმში მართებდა კორიფაძეს, მაგრამ ვლადიმერ ზუხბაიამ იმარჯვა და "ვიტ ჯორჯიას" ოდენ კუთხური აკმარა.

არც "სიონი" დარჩა ვალში - გიორგი რეხვიაშვილმა საშუალო დისტანციიდან ვერ "დაუმიზნა" კარს.

შესვენების შემდეგ კვლავ "ვიტ ჯორჯიამ" იძალა. კორიფაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა ჩიმაკაძეს და - 3:0.

მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "სიონი" გოლის გატანას მაინც ეშურებოდა. შეცვლაზე შესული ლაშა კემუხტაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი ძელს გაარტყა.

მეოთხე გოლი მასპინძლებმა ასე გაიტანეს - გიორგი გურეშიძის ძლიერი დარტყმა ზუხბაიამ მოიგერია, დამატებაზე კი ჩიმაკაძემ თავურით შეაგდო.

"სიონის" კარში ბურთის გადაგზავნა მეოთხედაც შეეძლო ჩიმაკაძეს, საგოლე შანსი კორიფაძემაც გაფლანგა. ამასობაში ბოლნისელებიც მოვიდნენ გოლის "იშტაზე" - ბოლქვაძის პასით კემუხტაშვილმა მეორე ცდა კარგად გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული