გიორგი ნადირაძე: ვცდილობდი ზედმეტად არ მენერვიულა

AutoSharing Option
გიორგი ნადირაძე "დინამოში" 2006 წლიდან ირიცხება. "დინამოს" აკადემიაში ერთი წლით უფროს ასაკში სინჯებზე მისულმა მეკარემ ჯერ აკადემიის პერიოდი გაირა, შემდეგ დუბლებში გამოდიოდა, მიმდინარე სეზონისთვის სამზადისი კი პირველ გუნდთან ერთად გაიარა.

გიორგი არაერთხელ ყოფილა ძირითადი გუნდის 18 კაციან განაცხადში. საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებულ მატჩი, სადაც "დინამო" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან 5:1 დამარცხა, ნადირაძესთვის სადებიუტო გამოდგა.

გიორგი ნადირაძე: "ზესტაფონთან" შეხვედრაში ჩემი დებიუტი შედგა. როდესაც ასეთ შეხვედრაში გიწევს მოედანზე გასვლა და საკუთარი გუნდის მაისურით პირველი წუთების თამაში, ცხადია ძალიან რთულია.

ვცდილობდი თავი ხელში
ამეყვანა და ზედმეტად არ მენერვიულა. თამაშიდან გამომდინარე ასეთ სიტუაციაში მოედანზე გასვლა ადვილი ნამდვილად არ იყო - ალბათ ბედი იყო და ასეთი უნდა ყოფილიყო ჩემი სადებიუტო წუთები.

გიორგი ლორიას არ ყოფნაში მომდევნო შეხვედრაში მომიწევს თუ არა თამაში, ამას მწვრთნელები გადაწყვეტენ. ვეცდები მათი იმედები გავამართლო და ჩემი კარგი თამაშით "დინამოს" სარგებელი მოვუტანო.

"დინამოში" როცა ირიცხები და დინამოელი გქვია, ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა - მე ყოველთვის ვგრძნობ ამას. მომავალი მეტოქე - მარტვილის "მერანი" ხელწამოსაკრავი მეტოქე რომ არ არის, ეს სატურნირო ცხრილიდანაც მშვენივრად ჩანს. წარმოშობით მარტვილიდან ვარ და ვიცი, რა სიტუაციაც იქნება სტადიონზე.

ტრიბუნაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იოლი თამაში არ გველის, თუმცა წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გავიღოთ.

"დინამო" ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს და ბიჭების მონდომებითა და თავდადებით, ვიმედოვნებ, რომ სასურველ შედეგამდე მივალთ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარი ხარ გიო, შენ ისევე გქომაგობ როგორც საკუთარ თავს და ამ მშვენიერი სახელი და გვარის წაკითხვისას ჩემი თავი მგონია, წარმატებებს გისურვებ
giorgi nadiradze
23:54 16-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული