სენსაცია დაფიქსირდა მარტვილში, მართალია "მერანი" საკუთარ მოედანზე თამაშობდა, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ თბილისის "დინამო" "ზესტაფონთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ წააგებდა.
ასევე ვერ მოიგეს, თუმცა არც წააგეს საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის დანარჩენმა ფავორიტებმაც.
"მეტალურგისა" და "ზესტაფონს" შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დამთავრდა. რაც შეეხება, "ტორპედოს" ქუთაისელები გასვლით მატჩში ზუგდიდის "ბაიას" დაუპირისპიდნენ და 1:1 ითამაშეს.
საქართველოს ჩემპიონატი. მე-18 ტური.
"მეტალურგი"-"ზესტაფონი" 0:0 (0:0)
"მერანი"-"დინამო" 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 იაგუე (27), იობაშვილი (75), ტაპე (76)
"გარა"-"ვიტ ჯორჯია"
გოლი: 1:0 კვანტალიანი (79)
"კოლხეთი"-"სპარტაკი" 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მეგრელიშვილი (66)
"ბაია"-"ტორპედო" 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 თარხნიშვილი (49), 1:1 აფაკიძე (73)
"სიონი"-"დილა" 0:3 (0:2)
გოლები: 0:1, 0:2 ჩაგელიშვილი (13, 45), 3:0 ხორგუაშვილი (59)