"დინამომ" ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტური სიურპრიზებით სავსე გამოდგა.

სენსაცია დაფიქსირდა მარტვილში, მართალია "მერანი" საკუთარ მოედანზე თამაშობდა, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ თბილისის "დინამო" "ზესტაფონთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ წააგებდა.

ასევე ვერ მოიგეს, თუმცა არც წააგეს საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის დანარჩენმა ფავორიტებმაც.

"მეტალურგისა" და "ზესტაფონს" შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დამთავრდა. რაც შეეხება, "ტორპედოს" ქუთაისელები გასვლით მატჩში ზუგდიდის "ბაიას" დაუპირისპიდნენ და 1:1 ითამაშეს.

საქართველოს ჩემპიონატი. მე-18 ტური.
"მეტალურგი"-"ზესტაფონი" 0:0 (0:0)

"მერანი"-"დინამო" 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 იაგუე (27), იობაშვილი (75), ტაპე (76)

"გარა"-"ვიტ ჯორჯია"
1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კვანტალიანი (79)

"კოლხეთი"-"სპარტაკი" 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მეგრელიშვილი (66)

"ბაია"-"ტორპედო" 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 თარხნიშვილი (49), 1:1 აფაკიძე (73)

"სიონი"-"დილა" 0:3 (0:2)
გოლები: 0:1, 0:2 ჩაგელიშვილი (13, 45), 3:0 ხორგუაშვილი (59)
მკითხველის კომენტარები / 2 /
გარსია დაგვანებე თავი.ეს ალბათ ისეთი ბარსელონადანაა,როგორი მილანიც წნორშია.
benga
17:36 18-12-2011
0
წადი გარსია ბიძიკო სახლში სანამ დაგესიეთ!!! თუმცა სენ რას გერჩით ესენი არიან გასაგდებები უვიცი გოიმები ვინები ჩამოყავთ სასაცილოა აგერ ზესტაფონი მშვენიერი ქართველი ბიჭებით არის დაკომპლექტებული და ბოდიში მომითხოვია და მაგ ჩვენ დინამოიანად დედას .....
vano
16:41 18-12-2011
0

სიახლეები პოპულარული