გაგრა-ვიტ ჯორჯია 1:0
1:0 კვანტალიანი (79)
გაგრა ვიტ ჯორჯია
4-4-2 4-2-3-1
ბეგაშვილი ძაძამია
ხუციძე დ.ხურცილავა
კალანდაძე კასრაძე
ჩხეტიანი ადამაძე
ჯგერენაია ღანიაშვილი
გაბედავა ვასაძე
ნაკონეჩნი გურამ გურეშიძე
ყურულაშვილი კორიფაძე
ჯიშკარიანი ჯანელიძე
შარიქაძე ზაქრაძე
ჯერემია ჩიმაკაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ზ.ჯელაძე ზ.ბერიძე
გაგრა
46. ყურულაშვილი - კვანტალიანი
70.ჯგერენაია - გაბუნია
72. შარიქაძე - სიჭინავა
სათადარიგოები: მაღრაძე, ხოჯაშვილი, ჭკუასელი, ზვიადაძე
ვიტ ჯორჯია
82. ზაქრაძე
82.ვასაძე - ვაშაკიძე
სათადარიგოები: რეჭია, გეთიაშვილი, მაისაშვილი, გოგიაშვილი, გიორგი გურეშიძე
გაფრთხილება: ჯანელიძე (70), გაბედავა(81)
არბიტრი: გ.ვდაჭკორია
ამ გუნდების დაპირისპირება ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ჩემპიონატში და მეტოქეებმა გუშინაც ჟინიანად იბრძოლეს - გაიმარჯვა მან, ვინც უფრო გამჭრიახი და იღბლიანი გამოდგა.
ამ მოგებით "გაგრამ" "ვიტ ჯორჯიასთან" სხვაობა ორ ქულამდე შეიმცირა. სატურნირო ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად გაისად ორივეს გვარიანი ბრძოლები ელის. ამიტომაც, ამ შეხვედრის შედეგი ერთობ მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ბევრი ხისტი ორთაბრძოლა და არანაკლები ტექნიკური წუნი - ასეთი თამაში გაჩაღდა. მონდომება არც ერთ გუნდს არ დაეწუნებოდა, თუმცა შეტევაში თავქუდმოგლეჯილიც არავინ გარბოდა.
აღსანიშნავია ჯონ ჯერემიას თამაში. ფეხმალი ნიგერიელი ფორვარდი მცველებს მოსვენებას არ აძლევდა და ტექნიკური ილეთებით არცთუ მცირე პრობლემებს უქმნიდა მეტოქეს.
პირველი სახიფათო მომენტი კი "ვიტ ჯორჯიამ" შექმნა, როცა ნაკუთხურალ ბურთს ბესიკ ჩიმაკაძემ შეაგება თავი - გიორგი ბეგაშვილმა დარტყმა მოიგერია, დამატებაზე ბექა ზაქრაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთს ერთ-ერთი მცველი გადაეღობა.
შესვენაბზე ზვიად ჯელაძემ ნახევარმცველი გიორგი ყურულაშვილი თავდამსხმელ შალვა კვანტალიანით შეცვალა, ჯერემიას ოდნავ უკან გამწესებულმა ლევან შარიქაძემ კი ნახევარდაცვის ცენტრში დაიხია. ვერ ვიტყვით, რომ ამ ტაქტიკური ცვლილებით "გაგრა" მოედნის ცენტრს დაეპატრონა ან თავდასხმა მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ ფაქტია - გაგრელებმა კვანტალიანის გოლით იმარჯვეს.
შეიძლება ითქვას, რომ ბურთის ფლობის ხანგრძლივობით "ვიტ ჯორჯია" აღემატებოდა მოწინააღმდეგეს, თუმცა თამაშის გამწვავება დიდად ვერ გამოსდიოდა.
ერთ-ერთი კონტრშეტევისას გიორგი გაბედავა გაიჭრა კარგ პოზიციაზე, მაგრამ რევაზ ღანიაშვილმა ითამაშა თავგანწირულად და ხიფათი გააუვნებლა.
ამის შემდეგ "გაგრამ" მეორე შანსიც გაანიავა - ჯერემია მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და მეკარისგან მიტოვებულ კარს ააცილა ბურთი. იყო ეპიზოდი, როცა გიორგი ძაძამიამ და ღანიაშვილმა ვერ გაუგეს ერთმანეთს, ამით კი გაბედავამ ვერ ისარგებლა.
გოლი კი ასე გავიდა - მოედნის ცენტრიდან ჯერემიამ კარგად გადააწოდა ნიკოლოზ ჯიშკარიანს, ძაძამიამ მისი დარტყმული ვერ შეიმაგრა და დამატებაზე კვანტალიანმა იყოჩაღა.
ვიტჯორჯიელთა დამრიგებელმა ზურაბ ბერიძემ ლევან კუხალეიშვილი და გიორგი ვაშაკიძე ჩართო თამაშში. სტუმრებმა შეტევა გააძლიერეს და ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ. გურამ გურეშიძის მოხდენილი პასით კუხალეიშვილი მეკარესთან პირისპირ უნდა გასულიყო, მაგრამ....ფეხი დაუცდა. შემდეგ ჩიმაკაძეს შეეძლო გატანა, თუმცა დარტყმა გაუცუდდა. ბოლო სახიფათო შეტევა კი ჯერემიასი იყო - ძაძამიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"