"მერანის" წაუგებელი საშინაო სერია "ზესტაფონმა" დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში მე-16 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, სადაც მარტვილში ადგილობრივმა "მერანმა" საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

მატჩის პირველი ტაიმი ყაიმით დასრულდა, თუმცა მეორე ნახევრის მე-8 წუთზე მასპინძელთა კარი გოგა ფიფიამ აიღო და "მარგველები" დააწინაურა.

შეხვედრის 73 წუთზე "ზესტაფონელებმა" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს. გატანილი გოლის ავტორი შოთა ბაბუნაშვილი გახდა.

საბოლოოდ მატჩი "ზესტაფონის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მარტვილელებმა, მათდა სამწუხაროდ, საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი სერია ვერ განაგრძეს, ხოლო საქართველოს ჩემპიონებმა სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ნაჩვენები შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე "მერანს" საკუთარ
მოედანზე პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნდა, მათ საშიანო 8 მატჩიდან 7 მოგება და ერთი ფრე ჰქონდათ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ ბიჭებო მაგრები ხართთთთთთთთთთთთთთთთთთთ
ჩოხა
17:23 22-12-2011
0
"სამწუხაროდ, მარტვილელებმა საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი სერია ვერ განაგრძეს, ხოლო "მარგველებმა" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ნაჩვენები შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს."...რას ქვია სამწუხაროდ??? ე.ი. შეწუხდი ზესტას მოგებით? არ შეიძლება ასეთი მიკერძოებული სტატია... ან კიდევ, "დასავლეთელებიო" წერ,-რა, ზესტაფონი აღმოსავლეთში მდებარეობს? ვულოცავ საქართველოს ჩემპიონს გამარჯვებას! მართლაც ღირსეული ჩემპიონი გვყავს!!!
დევიდ აირონს
18:05 22-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული