მერანი-ზესტაფონი 0:2
0:1 ფიფია (53), 0:2 ბაბუნაშვილი (71)
მერანი ზესტაფონი
4-4-2 4-4-2
შეროზია კვასხვაძე
კაკუშაძე საჯაია
ჟვანია კობახიძე
იობაშვილი ღონღაძე
სუხიაშვილი ელიავა
დიდავა ძარია
მანწკავა ბაბუნაშვილი
ე.გრიგალაშვილი აფციაური
ჩალაძე ფიფია
ამბროლაძე დვალი
ტაპე ლომია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია გ. ჭიაბრიშვილი
მერანი
63. ამბროლაძე - ტორაძე
77.ჩალაძე - წოწორია
სათადარიგოები: ქამუშაძე, შალიკაშვილი, ჭაფოძე, მელიავა, შენგელია
ზესტაფონი
57. ფიფია - კიკნაველიძე
82.ლომია - თ.გრიგალაშვილი
87.აფციაური - სარდალიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე, შარვაძე
გაფრთხილება: ელიავა (14), სუხიაშვილი (43).
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი
წლის ამ ბოლო, დიდთოვლობის გამო გადადებულ 4 დეკემბრის შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად 50-მდე ზესტაფონელი
შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მალხაზ ჟვანიას შეგირდები თავიდანვე გააქტიურდნენ და დასაწყისშივე რამდენიმე მომენტი შექმნეს: გიორგი მანწკავას გამჭოლი გადაცემის შემდეგ "ზესტაფონის" კარს ჯერ ტაპე მუნინი დაემუქრა, შემდეგ კი როინ კვასხვაძემ ანზორ სუხიაშვილის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. გატანა შეეძლო ლაშა ჩალაძესაც, 31-ე წუთზე კი ელგუჯა გრიგალაშვილის შორიდან დარტყმული ვერ გამოდგა ზუსტი.
მარტვილელთა უპირატესობის მიუხედავად, ყველაზე რეალური მომენტი მაინც სტუმრებმა შექმნეს - ტაიმის მიწურულს ჯაბა დვალის დარტყმას ჯონი შეროზია დახვდა მარჯვედ, შემდეგ კი, კუთხურისას, ედიკ საჯაიამ ააცილა ახლოდან.
მეორე ტაიმი "ზესტაფონის" უპირატესობით დაიწყო და სტუმართა აქტიურობას მალე გოლიც მოჰყვა: 53-ე წუთზე გოგა ფიფიამ რამდენიმე მცველს აუარა გვერდი და დარტყმაც ძლიერი და ზუსტი გამოუვიდა - 0:1.
ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებმა 66-ე წუთზე შექმნეს: კაკუშაძის ჩაწოდებას ტორაძე გამოეხმაურა, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუქროლა კარს. მალევე ზესტაფონელი მცველები საჯარიმოს სიახლოვეს ჩალაძესთან ორთაბრძოლისას დაჯარიმდნენ, სტანდარტული მანწკავამ შეასრულა, იმერლები კი ძელმა იხსნა.
"ზესტაფონის" კლასმა და გამოცდილებამ თავისი თქვა და სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს: შოთა ბაბუნაშვილმა დაახლოებით 30-35 მეტრიდან დარტყა და - 0:2.
ამ გამარჯვებით "ზესტაფონმა" ლიდერობა უფრო გაიმყარა, "მერანმა" კი პირველი მარცხი იწვნია საკუთარ მოედანზე.
მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (მერანი): "ტაიმებს შორის განსხვავება აშკარა იყო. პირველ ნახევარში ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, მეორეში კი მდგომარეობა შეიცვალა. ალბათ, წინა ტურში "დინამოსთან" დამღლელმა თამაშმაც განაპირობა დღევანდელი მარცხი. ვულოცავ ჩემპიონებს გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს".
გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "თამაშითაც და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს. "მერანი" ძლიერი გუნდია, რაც მალხაზ ჟვანიას დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ჩვენ გავტეხეთ ნავსი და ამ არენაზე პირველებმა გავიმარეჯვეთ.
სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 18 13 3 2 37-15 42
2. ტორპედო 18 12 2 4 26-13 38
3. დინამო 18 10 3 5 34-22 33
4. მეტალურგი 18 8 6 4 21-18 30
5. მერანი 18 9 2 7 22-21 29
6. ბაია 18 7 3 8 19-20 24
7. ვიტ ჯორჯია 18 6 5 7 21-22 23
8. გაგრა 18 6 3 9 18-23 21
9. სპარტაკი 18 5 4 9 16-25 19
10. დილა 18 5 3 10 23-25 18
11. კოლხეთი 18 4 6 8 15-24 18
12. სიონი 18 1 4 13 11-35 7
ვირტუალური ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 11 8 2 1 24-8 26
2. მეტალურგი 12 6 3 3 14-12 21
3. ტორპედო 12 6 2 4 12-10 20
4. მერანი 12 5 1 6 12-15 16
5. დინამო 11 4 2 5 19-19 14
6. ვიტ ჯორჯია 12 3 3 6 8-13 12
7. ბაია 11 3 2 6 9-14 11
8. გაგრა 11 3 1 7 8-15 10
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"