როინ ონიანი "სიონში" მიიღეს

AutoSharing Option
გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ფეხბურთის ფედერაცის მიერ დასჯილმა და ახლახან ამინისტირებულმა როინ ონიანმა ზუგდიდის "ბაიაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა და ისიც განაცხადა, რომ დანაშაულის გამოსასყიდად უფასოდ თამაშზეც თანახმა იყო, თუმცა "ბაიას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ მას დაბრუნებაზე უარი უთხრა.

ონიანი უგუნდოდ მაინც არ დარჩა - ის "სიონში" მიიწვიეს და გუშინ ბოლნისელებთან პირველად ივარჯიშა.

36 წლის ფეხბურთელისთვის "სიონი" უცხო გუნდი არ არის - ონიანი იქ ჯერ კიდევ 2004 წელს თამაშობდა, მაშინ, როდესაც თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით ბოლნისელები სკანდალურ საჩემპიონო მატჩში "ვიტ ჯორჯიას" შეხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული