გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ფეხბურთის ფედერაცის მიერ დასჯილმა და ახლახან ამინისტირებულმა
როინ ონიანმა ზუგდიდის "ბაიაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა და ისიც განაცხადა, რომ დანაშაულის გამოსასყიდად უფასოდ თამაშზეც თანახმა იყო, თუმცა "ბაიას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა
გოჩა ტყებუჩავამ მას დაბრუნებაზე უარი უთხრა.
ონიანი უგუნდოდ მაინც არ დარჩა - ის "სიონში" მიიწვიეს და გუშინ ბოლნისელებთან პირველად ივარჯიშა.
36 წლის ფეხბურთელისთვის "სიონი" უცხო გუნდი არ არის - ონიანი იქ ჯერ კიდევ 2004 წელს თამაშობდა, მაშინ, როდესაც
თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით ბოლნისელები სკანდალურ საჩემპიონო მატჩში "ვიტ ჯორჯიას" შეხვდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"