”იჯარა მაისამდე გაფორმდა. უთამაშებლად გაჩერებას აზრი არ ჰქონდა, ფეხბურთელი სკამზე ჯდომით ვერც გაიზარდება და ვერც გამოჩნდება. სამწუხაროდ, ბოლო დროს ”დინამოში" თამაში აღარ მიწევდა, ასე რომ, ”დილაში" თამაში მიჯობდა და ეს გარსიამაც მირჩია", - ამბობს კაშია.
27 წლის ფეხბურთელის კარიერა ტრავმებმა არია:
”ზედიზედ ორჯერ გავიკეთე მენისკის ოპერაცია,
საქართველოში ყოველთვის ასე იყო: ყველაზე ტიტულიანი ქართული კლუბიდან, თბილისის ”დინამოდან" თუნდაც ამბიციურ, მაგრამ ნაკლებად სახელიან კლუბში გადასვლის შემდეგ ბევრ ფეხბურთელს სპორტული მოტივაცია გაუქრა. შოთა გვეთანხმება, რომ ასე მართლაც მომხდარა.
”... მაგრამ მე სტიმულის ნაკლებობას არ ვუჩივი. ყველაზე რთული ეს იყო: ”დინამოში" ბავშვობიდან ვირიცხები, 27 წლის ვარ და აქედან 12 წელი ამ გუნდში ვთამაშობდი და უცებ ყველაფერი შეიცვალა, ტრავმამ დამამუხრუჭა, რასაც ძალიან განვიცდიდი.
რა თქმა უნდა, გაიჯარებაც ძალიან განვიცადე. მაგრამ რას ვიზამ, დაკარგულის დაბრუნებაზე უნდა ვიფიქრო. თან ახლა ის დრო აღარ არის, როდესაც მხოლოდ თბილისის ”დინამოში" თამაში იყო სტიმული. ჩემი ახალი გუნდიც ამბიციურია და აქ მოხვედრაზე ბევრი მოთამაშე ფიქრობს.
”დილა" თასის ნახევარფინალშია და ვეცდებით, ფინალშიც გავიდეთ, თასი მოვიგოთ და საუკეთესო რვა გუნდშიც მოვხვდეთ. გორში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება და, ჩემი აზრით, ამ მიზნების შესრულება შესაძლებელია", - გვითხრა კაშიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"