საჩხერის "ჩიხურა" ანთალიაში მოემზადება

AutoSharing Option
პირველი ლიგის "ბ" ზონის ლიდერი საჩხერის "ჩიხურა" საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი რეალური პრეტედენტი ერთადერთია მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, თამაში რომ არ წაუგია.

შევიტყვეთ, რომ "ჩიხურას" მთავამა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გასინჯვაზე მიიწვია და კონტრაქტის გაფორმება შემდეგ ფეხბურთელებთან გადაწყვიტა: ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველ გიორგი ჩიხრაძესთან ("დაუგავა"), დავით კირკიტაძესთან (ქუთაისის "ტორპედო"); "ზესტაფონიდან" წასულ გოგი ფიფიასთან, სანდრო იაშვილთან, რომელიც "დინამოდან" ისე წამოვიდა, თავის გამოჩენის შანსიც არ ჰქონია; რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის თორნიკე მაისურაძის აღმოჩენილი მარჯვენა მცველი გიორგი მურველაშვილიც კარიერას
საჩხერეში განაგრძობს.

"ჩიხურას" თავკაცებს აზერბაიჯანში მოთამაშე ორი ქართველი ფეხბურთელის, ზურაბ ძამსაშვილისა და გიორგი ბერიაშვილის დამატებაც სურთ, მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.

გუნდმა მომზადება თბილისში დაიწყო, 29 იანვრიდან 7 თებერვლამდე საჩხერეში ივარჯიშებს, სადაც მოსამზადებლად საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობებია - "ჩიხურას" აქვს ტრენაჟორების დარბაზი, აუზი, საუნა, ეკიპირება, მოგვარებულია კვების საკითხი, ფეხბურთელები კი კეთილმოწყობილ სასტუმროში ცხოვრობენ. სავარაუდოდ, გუნდი მალე მზადებას ანთალიაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონი პირველ ლიგაში 2 მარტს განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული