- "დინამო" "მეტალურგისთვის" ნამდვილად არ უნდა იყოს რიგითი მეტოქე...
- მატჩის მნიშვნელობას მე და ჩემი თანაგუნდელები შესანიშნავად ვაცნობიერებთ. კარგად გვესმის, რომ ეს "ექვსქულიანი" მატჩია და მოწინააღმდეგეც სერიოზული და პატივსაცემი გვყავს, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ.
- "ვირტუალურ" სატურნირო ცხრილში "მეტალურგი" "დინამოზე" წინაა. აქედან გამომდინარე, იქნება თუ არა "მეტალურგისთვის" ფრე
- ჩვენი მიზანი მხოლოდ მესამე ადგილის შენარჩუნება და "დინამოზე" წინ ყოფნა არ არის, სხვა ძლიერი მეტოქეებიც გვყავს, მეტის მიღწევა გვსურს და ამიტომაც კვირას მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- როგორ თამაშს ელოდები და რამ შეიძლება გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი?
- შეტევა "მეტალურგსაც" უყვარს და "დინამოსაც", ამიტომაც სრულიად მოსალოდნელია, რომ მაყურებელმა სანახაობრივი ფეხბურთი იხილოს. ალბათ, ის გაიმარჯვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და საკუთარ შანსს მეტოქეზე უკეთ გამოიყენებს. ის კი ფაქტია, რომ ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და შანსები 50/50-ზეა.
- მიმდინარე სეზონში "დინამოსთან" ეფექტური მატჩი ჩაატარე და მის კარში ორი ლამაზი გოლი გაიტანე...
- რა თქმა უნდა, ის შეხვედრა არასდროს დამავიწყდება. თამაში წამივიდა და ჩემი გოლებით "მეტალურგს" გამარჯვებაში დავეხმარე. გული იმაზე მწყდება, რომ ასე სტაბილურად ყოველთვის ვერ ვთამაშობ. ჩემთვის წინა სეზონი უფრო წარმატებული იყო და ვიმედოვნებ, იმას, რასაც საკუთარი თავისგან ვითხოვ, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში შევასრულებ.
- როგორ ფორმაში ხვდება "მეტალურგი" სეზონის მეორე ნახევარს?
- ამას ყველაზე უკეთ ოფიციალური მატჩები გამოაჩენს, მაგრამ ვფიქრობ, უცხოური შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ეს კობა ჟორჟიკაშვილისთვის პირველი შეკრება იყო "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მგონია, რომ მისი შრომა შედეგს გამოიღებს.
- ამ სეზონში "მეტალურგს" მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი აქვს?
- ჩვენი პროგრამა მინიმუმი ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასვლა და ევროპის ლიგაზე თამაშია, თუმცა ჩემპიონობისა და თასის მოპოვების შანსსაც ვინარჩუნებთ და ამ ტიტულებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"