საქართველოს ჩემპიონატი. XX ტური

AutoSharing Option
ორთვიანი პაუზის შემდეგ 19 თებერვალს უმაღლესი ლიგა განახლდა.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" სტუმრად "გაგრასთან" მინიმალურით ანგარიშით მოიგო.

გია გეგუჩაძის ახალწვეულებით დაკომპლექტებულმა გუნდმა კი გასვლით შეხვედრაში "სპარტაკთან" 0:2 დამარცხდა. თბილისის "დონამომ" კი რუსთავის "მეტალურგს" ასევე სტუმრად 2:0 სძლია.

შეგახსენებთ, რომ სეზონის მეორე ნახევარი 14 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დიდთოვლობამ მე-19 ტური 22 თებერვლისთვის გადაიტანა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. XX ტური

გაგრა - ზესტაფონი 0:1 (0:1)
გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (4)

სიონი - მერანი 0:0

მეტალური - დინამო 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჩისკო (15), 0:2 მერებაშვილი (75)

სპარტაკი - ტორპედო 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ჩაფიძე (13), 2:0 მელქაძე (32)

ბაია - დილა 0:0

კოლხეთი - ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 წურწუმია (45, პენ.), 2:0 პავლიაშვილი (90)

სატურნირო ცხრილი
ა/ გ/ თ/ მ/ ფ/ წ/ ბ/ ქ
1.ზესტაფონი 19 14 3 2 38-15 45
2.ტორპედო 19 12 2 5 26-15 38
3.დინამო 19 11 3 5 36-22 36
4.მერანი 19 9 3 7 22-21 30
5.მეტალურგი 19 8 6 5 21-20 30
6.ბაია 19 7 4 8 19-20 25
7.ვიტ ჯორჯია 19 6 5 8 21-24 23
8.სპარტაკი 19 6 4 9 18-25 22
9.გაგრა 19 6 3 10 18-24 21
10.კოლხეთი 19 5 6 8 17-24 21
11.დილა 19 5 4 10 23-25 19
12.სიონი 19 1 5 13 11-35 8
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ რა ხელფასები აქვთ საქართველოში ფეხბურთელებს,ახლა ჯარში უძახიან და ერთ წლიანი გადავადება 2000ლარი ღირს და ასე ყოველწლიურად.სულ აღარ ეცოდებათ ხალხი ოღონდ ბიუჯეტი შეავსონ.
daviti
19:09 19-02-2012
0
ასეთი მშვენიერი საიტია ეს საიტი და ცხრილი ცხრილს ვერ დაამზგავსეთ! რა ბაზარ ვაგზალსა გავს? ნუთუ არ შეიძლებე თამაშები ფრეები და მოგებები აბნეულ დაბნეულად რომ არ იყოს?
TaroSochi
09:59 20-02-2012
0

სიახლეები პოპულარული