გიორგი დევდარიანი: ჩვენი პრობლემა საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაცია იყო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონს" შორის გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურის ფარგლებში გაიმართა, ორივე გუნდის მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს. გიორგი დევდარიანი: ჩვენი პრობლემა საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაცია იყო

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გიორგი დევდარიანი: "ჩვენთვის ეს თამაში ერთობ რთულად წარიმართა. ჩვენთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. მოგვეცა საშუალება, რომ თამაშში გვენახა რამდენიმე ფეხბურთელი, შესაბამისად კოტო და ჩისკო დავასვენეთ. პრობლემა, რომელიც ამ თამაშმა თვალნათლივ გამოაჩინა - დამამთავრებელ ფაზაში საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციაა".

ხვიჩა ქასრაშვილი: "მივულოცავ
მეტოქეს გამარჯვებას. დასანანია ბოლო წუთზე მარცხი, თუმცა აღვნიშნავ, რომ თამაშიდან გამომდინარე შედეგი ლოგიკურია. ჩვენს მდგომარეობაში წარმოუდგენელია რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა. სასიამოვნო იყო ესეთ ძლიერ გუნდთან თამაში და ამ შეხვედრამ უფრო ნათლად დაგვანახა ჩვენი მინუსები, რაზეც განსაკუთრებით მოგვიწევს მუშაობა".

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული