უმაღლესი ლიგის XXII ტურის მატჩები ორი დღით გადაიწევს

AutoSharing Option
სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ეტაპის ბოლო, XXII ტურის მატჩები ორი დღით გადაიწევს. უმაღლესი ლიგის 4 მარტს გასამართი ტურის ყველა მატჩი 6 მარტს გაიმართება.

რაც შეეხება გასულ ტურებში გადადებულ მატჩებს, გორის "დილასა" და რუსთავის "მეტალურგის" მატჩი 1 მარტს, მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" გაიმართება.

"ზესტაფონისა" და "სპარტაკის" გადადებული შეხვედრა კი, რომელიც 26 თებერვალს, მეტეოროლოგიური პირობების გამო არ გაიმართა, 2 მარტს, ზესტაფონში, "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე შედგება.

5 მარტს გასამართი დუბლშემადგენლობების მატჩები კი, ამ დღის ნაცვლად, 7 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მარტიდან, ეროვნული
ჩემპიონატის მატჩები უკვე დღის 15:00 საათზე დაიწყება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული