აღსანიშნავია, რომ ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ "ზესტაფონს" ჯაბა დვალი დაუბრუნდა, რომელმაც ცხინვალელებთან შეხვედრაში ჰეთ თრიქი გაიფორმა.
შედეგად, ზესტაფონელთა ფორვარდი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. მის ანგარიშზე 12 გოლია, მეორე ადგილს კი 10 გატანილი ბურთით თბილისის "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი ჩისკო მუნიესი იკავებს.
02.03.2012. XXI ტურის გადადებული მატჩი. ზესტაფონი. დ.აბაშიძე.
ზესტაფონი-სპარტაკი 5:2 (2:0)
გოლები: 1:0 გრიგალაშვილი (13), 2:0, 3:0, 5:2 დვალი
გაფრთხილება: ლომაია, ნადირაძე, დვალი
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი
ზესტაფონი: მამალაძე (კაპ), ღონღაძე, ონიანი, საჯაია, ელიავა, მენთეშაშვილი (ბერაია 50), გორგიაშვილი (რაჟამაშვილი 71), გრიგალაშვილი, შარიქაძე, წინამძღვრიშვილი (მუჯირი 53), დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, ორბელაძე (ბურძენაძე 46), ლომაია, მაისურაძე, ტეტუნაშვილი (გელაშვილი 40), შარაშენიძე, შონია, გურეშიძე (გაბაშვილი 68), ჩაფიძე, მელქაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 21 16 3 2 44-17 51
2.დინამო 21 13 3 5 42-23 42
3.ტორპედო 21 13 3 5 33-19 42
4.მეტალურგი 21 9 6 6 24-24 33
5.მერანი 21 9 3 9 23-25 30
6. დილა 21 7 4 10 27-26 25
7.ბაია 21 7 4 10 20-26 25
8.კოლხეთი 21 6 7 8 19-24 25
9.ვიტ ჯორჯია 21 6 7 8 23-26 25
10.სპარტაკი 21 6 5 10 20-30 23
11.გაგრა 21 6 3 12 20-30 21
12.სიონი 21 1 6 14 11-36 9