დავით გამეზარდაშვილი: ქუთაისის "ტორპედო" მოედანზე ყველა თამაშის მოსაგებად გადის

AutoSharing Option
ორდღიანი შესვენების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ვარჯიშები განაახლა. გუნდმა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ორჯერადი ვარჯიში გამართა.

გია გეგუჩაძემ წვრთნისას აქცენტი ძირითადად ტაქტიკური ხასიათის მომზადებაზე გააკეთა, თუმცა იყო ფიზიკური დატვირთვის ვარჯიშებიც.

შეგახსენებთ, რომ ქუთათურები მომდევნო მატჩს ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტურში, 6 მარტს სტუმრად ფოთში, ადგილობრივ "კოლხეთთან" გამართავენ. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

ამ დღეს ცნობილი გახდება თუ როგორი წარმომადგენლობით განაგრძობენ გუნდები გათამაშების მედლებისთვის ბრძოლას. მომდევნო თამაშის შესახებ კომენტარი "ტორპედოს" კაპიტანმა გააკეთა.

დავით გამეზარდაშვილი: "ფოთში გასვლითი მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. "კოლხეთი" ანგარიშგასაწევი გუნდია. თან ამ შეხვედრაში
ორმაგად მოტივირებული იქნება, რადგან უმაღლეს ლიგაში ადგილის გარანტიისთვის გამარჯვება სჭირდებათ. მეტოქის ასეთი მოტივაცია ჩვენზე უარყოფითად არ იმოქმედებს, ჩვენ მოედანზე ყველა თამაშის მოსაგებად გავდივართ".

fctorpedo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული