ეროვნული ჩემპიონატის XXII ტური კვლავ გადაიდო

AutoSharing Option
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტური, რომელიც 4 მარტის ნაცვლად 6 მარტს უნდა ჩატარებულიყო, კვლავ გადაიდო.

ტურის მატჩების გადადება, დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა (თოვლმა) განაპირობა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეს მატჩები ხუთშაბათს, 8 მარტს გაიმართება:

კოლხეთი - ტორპედო
ვიტ ჯორჯია - ზესტაფონი
სპარტაკი - დილა
გაგრა - დინამო
ბაია - მერანი
მეტალურგი - სიონი

7 მარტს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული