სპარტაკი-დილა 2:2 - ჰეპი ენდი მძაფრი სიუჟეტით

AutoSharing Option
ორი ვარიანტი გვაქვს: 1.ნაღდი თამაში იყო; 2.სცენარი თამაშამდე იყო დაწერილი;

ზოგადად, მესამე ვარიანტი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს საშუალებები, რითაც შეიძლება ცუდი "რაღაცების" გამრავალფეროვნება და დაჯერება.

დავუშვათ, რომ ნაღდი თამაში იყო და მივყვეთ მატჩის მსვლელობას. პირველ ტაიმში "სპარტაკი" მეტოქეზე უკეთ გაისარჯა და ორი გოლითაც დაწინაურდა. "დილა" სუმბურულად უტევდა, "სპარტაკი" კი მწყობრად თამაშობდა, ბურთს მოწინააღმდეგეზე კარგად აგორებდა.

კონსტანტინე გაბაშვილმა ოციოდე მეტრიდან ააცილა კარს. საჯარიმოში შეჭრილ გიორგი კახელიშვილსაც გაუცუდდა მიზანი - პირველ გოლამდე საინტერესო სხვა არაფერი მომხდარა. გოლი კი "სპარტაკმა" მრავალსვლიან, მოხდენილ
კომბინაციას მიაყოლა - ლაშა ჩაფიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა.

"დილამ" მეტოქეს მწვავე შეტევათა ჯერი მიაყოლა. რევაზ ჯიქიას ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ კახა ალადაშვილის ჩაწოდებულზე თავური გიორგი ნადირაძის ხელებს
"დაუმიზნა".

"სპარტაკს" ანგარიშის გაზრდა 33-ე წუთზე შეეძლო - ბადრი ტეტუნაშვილის დარტყმას სიზუსტე ოდნავ დააკლდა. ნომინალურმა მასპინძლებმა მეორე გოლი მალევე გაიტანეს - თემურ შარაშენიძემ მარცხენა ფლანგიდან ისე ჩააწოდა, "დილას" მეკარე და დაცვა შეცდნენ და ჩაფიძემაც დუბლი გაიფორმა.

"დილა" მწვავე და აგრესიულ შეტევებს აგრძელებდა, რასაც ცოტა ქაოტური ელფერი დაჰკრავდა. შესვენებამდე გორელებს ერთი გოლის გაქვითვა მართებდათ - ირაკლი ლექვთაძის დარტყმა კარში გიორგი ნადირაძემ არ შეუშვა.

შესვენების შემდეგ "დილამ" უფრო შლეგად შეუტია, "სპარტაკმა" კი ბურთზე კონტროლი დაკარგა და თამაში, ფაქტობრივად, მოედნის ცალ მხარეს მიდიოდა. ნადირაძემ ერთხელაც იყოჩაღა და ილურიძეს არ დაანება გოლის გატანა. ჩინებული შანსი ჰქონდა მათე ვაწაძესაც, ვისაც ახლო მანძილიდან დარტყმა გაუცუდდა.

გაუთავებელმა ზეწოლამ შედეგი მაინც მოუტანა გორელებს - ვაწაძემ ხვეული დარტყმით შორეულ ცხრიანში მოათავსა ბურთი.

მეორე გოლის გასატანად "დილას" დრო საკმარისად ჰქონდა და ასეც მოხდა - ნაკუთხურალ ბურთს გიორგი კახელიშვილმა შეაგება თავური, ნადირაძის მოგერიებულზე კი გიორგი ილურიძემ ისარგებლა - 2:2.

ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო - "დილა" ზედა რვიანში მოხვდა.

8.03. თბილისი. მ. მესხი. 3000 მაყურებელი
სპარტაკი-დილა 2:2
1:0 ჩაფიძე (10, შონიას პასით), 2:0 ჩაფიძე (35, შარაშენიძის პასით), 2:1 ვაწაძე (80, კახელიშვილის პასით), 2:2 ილურიძე (89)

სპარტაკი დილა
4-4-2 4-4-2
ნადირაძე სკენდერი
ჭაფოძე ალადაშვილი
ტეტუნაშვილი სალუქვაძე
ლომაია თოთაძე
ნ. მაისურაძე ინწკირველი
შარაშენიძე ლექვთაძე
თ. შონია არზიანი
ჩივაძე კაშია
ჩაფიძე კახელიშვილი
გაბაშვილი ილურიძე
ლ. მელქაძე ჯიქია

მწვრთნელი მწვრთნელი:
ვ. ხაჩიძე თ. მახარაძე

სპარტაკი
55. მელქაძე - გელაშვილი
60. შარაშენიძე - მ.ჯიშკარიანი
83.ჩივაძე - გიორგი გურეშიძე
სათადარიგოები: ბერაია, ბურძენაძე, მამუჩიშვილი, თუხარელი

დილა
42. კაშია - გურული
46. ლექვთაძე - ვაწაძე
76.თოთაძე - მეგრელიშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ბეჭვაია, კანდელაკი, ქარქუზაშვილი

გაფრთხილება: მელქაძე (23), გურული (70), ჩაფიძე (70), ალადაშვილი (74), არზიანი(78), ილურიძე (85)
არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი

საბოლოო მდგომარეობა I ეტაპის შემდეგ
ა გ თ მ ფ წ ქ
1.ზესტაფონი 22 17 3 2 45-17 54
2.დინამო 22 14 3 5 44-24 45
3.ტორპედო 22 13 4 5 33-19 43
4.მეტალურგი 22 9 6 7 25-26 33
5.მერანი 22 9 3 10 23-26 30
6.ბაია 22 8 4 10 21-26 28
7.დილა 22 7 5 10 29-28 26
8.კოლხეთი 22 6 8 8 19-24 26
9.ვიტ ჯორჯია 22 6 7 9 23-27 25
10.სპარტაკი… 22 6 6 10 22-32 24
11.გაგრა 22 6 3 13 21-32 21
12.სიონი 22 2 6 14 13-37 12

პლეი ოფი
ა გ თ მ ფ წ ქ
1.ზესტაფონი 14 9 3 2 24-12 30
2.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24
3. დინამო 14 7 2 5 27-20 23
4.მეტალურგი 14 7 2 5 18-19 23
5.ბაია 14 4 4 6 11-15 16
6.დილა 14 4 3 7 16-17 15
7.მერანი 14 4 1 9 12-22 13
8.კოლხეთი 14 2 6 6 8-16 12

პლეი აუტი
გუნდები ასპარეზობას განულებული ქულებით გააგრძელებენ
1.ჩიხურა
2.ბათუმი
3.გურია
4.მერცხალი
5.ვიტ ჯორჯია
6.სპარტაკი
7.გაგრა
8.სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვენ ბიძია ხო არ გაგიჟებულხართ??? რას ქვია სცენარი წინასწარ იყო დაწერილი??? რამდენის უფლებას აძლევთ მართლა თქვენ თავს??? ჟურნალისტები ხართ და მიხედეთ თქვენ საქმეს და გააშუქეთ უბრალოდ თამაში და თქვენი საქმე არაა რა იყო მოსალოდნელი და როგორ იყო. რა გაგვიხურეთ საქმე თქვენი შიშით ვეღარავინ უნდა დაგვაფინანსოს??? ყელში ამოვიდა ბიჭო მართლა ამდენი ენის ტლაკუნი. ნუ გელანდებათ ყველგან რაღაც ინდური ზღაპრები. სპარტაკი დილაზე ძლიერია თუ გასვლას ის უფრო იმსახურებდა და გულდასაწყვეტია??? ვის რათ უნდა უსტადიონო და უგულშემატკივრო გუნდები??? და თუ მართლა ეგეთი სიმართლის მოყვარულები ხართ კომენტარი არ დაბლოკოთ და დააფიქსირეთ ჩემი აზრი...
ქოთოლა
11:30 09-03-2012
0
ძლივს ჟურნალისტმა ნახევრად სიმართლის თქმა გაბედა.
როგორ დაემთხვა 8 გუნდში გასვლა, როგორ დაემთხვა რომ თასის წილისყრამ დილას სუსტი შეახვედრა? ფინალში გავა დილა, მერე გავა ევროპაზე და იქნება ახალი ვასიუკი.
ramo
13:12 09-03-2012
0

სიახლეები პოპულარული