ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 0:1 - განაჩენი პირველივე ტაიმში

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" პირველი ეტაპის ბოლო ტურის წინ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო - გამარჯვება სჭირდებოდა და თანაც, კონკურენტთა შედეგებზე იყო დამოკიდებული. პარალელურად მიმდინარე მატჩებში ვეტერინართათვის სასურველი შედეგები კი დაფიქსირდა, მაგრამ ათი კაცით დარჩენილი ვიტელები საკუთარ თავს ვერ გადაახტნენ და "ზესტაფონმა" მინიმალურად, მაგრამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო მთავარი ცენტრფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე არ ჰყავდათ, რაც მათ წინა ხაზს შეეტყო კიდეც. სტუმრებმა კი კვლავაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშეს - სხვადასხვა დაზიანების გამო "ზესტაფონს" ჯაბა დვალი, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, შოთა ბაბუნაშვილი, ალექსი
ბენაშვილი
და თემურ ღონღაძე აკლდნენ.

აღარაფერს ვამბობთ დიდი ხნის წინ დაშავებულ გიორგი ხიდეშელსა და აბაიომი ოვონიკოკოზე, რომლებმაც, სხვათა შორის, მატჩამდე დვალთან ერთად "მცხეთა პარკის" მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშეს. წინა მატჩში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი დვალი თავს უკვე კარგად გრძნობს, მაგრამ მისი ხელოვნურ საფარზე თამაში მიზანშეწონილი არ იყო.

"ვიტ ჯორჯიას" შეხვედრა ურიგოდ არ დაუწყია და თამამად შეუტია. სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ვეტერინარებს წარმატების შანსი აშკარად ჰქონდათ.

ყველაფერი თავდაყირა დადგა 32-ე წუთზე, როცა "ვიტ ჯორჯიას" მეკარე გიორგი ძაძამიამ მასთან პირისპირ გასული დავით რაჟამაშვილი "უკანასკნელი იმედის ჯარიმით" წააქცია და სამართლიანად მიიღო წითელი ბარათი.

შესვენებამდე ნიშანდობლივი აღარაფერი მომხდარა, მეორე ტაიმი კი დიდი ვერაფერი სანახაობა გამოდგა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდის გახსენება მაინც შეგვიძლია.

"ზესტაფონის" უპირატესობა რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენისთანავე გამოიკვეთა და რაჟამაშვილმა და რატი წინამძღვრიშვილმა ორ-ორი კარგი მომენტი გაუშვეს ხელიდან. აქტიური იყო დავით მუჯირიც, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მისი რამდენიმე გადაცემის ნახვა ერთ რამედ ღირდა. მატჩის მიწურულს კი მცირედი დააკლდა ეფექტური გოლის გატანამდე.

გამარჯვების გოლი კი ასე გავიდა - თორნიკე გორგიაშვილმა მეტოქის დაცვის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი დაბალ კუთხეში შეაგორა.
დარჩენილ წუთებში ნათელი იყო, რომ "ვიტ ჯორჯიას" ქულის მოპოვებაც გაუჭირდებოდა. მასპინძლები ბოლოსკენ ბედთან შეგუებულები ჩანდნენ, "ზესტაფონმა" კი ამჯერადაც გამოუსადეგარი სამი ქულა მოიპოვა.

8.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 400 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 0:1
0:1 გორგიაშვილი (70)

ვიტ ჯორჯია ზესტაფონი
4-2-3-1 4-4-2
ძაძამია რ. კვასხვაძე
ხურცილავა თ. გრიგალაშვილი
ადამაძე კობახიძე
კასრაძე გ. ონიანი
ღანიაშვილი ელიავა
ვასაძე რაჟამაშვილი
გურამ გურეშიძე მენთეშაშვილი
კორიფაძე გორგიაშვილი
ჯანელიძე შარიქაძე
ზაქრაძე მუჯირი
კუხალეიშვილი წინამძღვრიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ბერიძე გ. ჭიაბრიშვილი

ვიტ ჯორჯია
34. ზაქრაძე - რეჭია
49. ადამაძე - გოგიაშვილი
83. კუხალეიშვილი - ვაშაკიძე
სათადარიგოები: ჯავაშვილი, დავლაშელიძე, ჯუღელი, ჯაყელი

ზესტაფონი
57. რაჟამაშვილი - სამუშია
67. წინამძღვრიშვილი - ს. ლომია
78. მენთეშაშვილი - გ. ბერაია
სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, გაგოშიძე, ჭანტურიშვილი

გაფრთხილება: ღანიაშვილი (26), შარიქაძე (27), კვასხვაძე (32), ლომია (90)
გაძევება: ძაძამია (32)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზესტამ არცეტი ტამასჰი გატეხა მაგარია მიდიტ ბიჰები
zesta2004
11:56 10-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული