გაგრა-დინამო 1:2 - გიორგი მერებაშვილი დუბლით გამოირჩა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ბოლო ტურში თბილისის "დინამომ"  "გაგრას" 2:1 მოუგო.

შეხვედრაში დუბლით თავი გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა აღნიშნო "გაგრას" პროგრესული ასპარეზობა, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

ჩვენთვის ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონდა და ამიტომ ამ მატჩს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავდით. დღეს იასპარეზა სამი თვის უთამაშებელმა
გიორგი რეხვიაშვილმა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ჩვენ გვაინტერესებდა მისი სათამაშო კონდიციები.

ისევ ხარვეზად შ
იძლება ჩაითვალოს მომენტების გამოუყენებლობა და
დღეს რაც გამოჩნდა, ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ სათანადოდ გად
წყობას შეტევიდან დაცვაში.

ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე და შევეცდებით მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრათ ეს პრობლემები.

ზვიად ჯელაძე
("გაგრას" მთავარი მწვრთნელი): "დინამოს" ვულოცავ გამარჯვებას. საინტერესო და დრამატული მატჩი გამოდგა. არასასიამოვნო და მძიმეა ბოლო წუთებზე წაგება. ამ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, ვფიქრობ, დიდი გამოცდა იქნება ქვედა რვა გუნდში ასპარეზობა და ვიმედოვნებ, რომ "გაგრა" მომავალ სეზონში ისევ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

გიორგი მერებაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე აუტსაიდერთა შორის იმყოფება და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ძალიან პერსპექტიული და მებრძოლი გუნდია. ყველაფერი ეს თამაშშიც გამოჩნდა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის იმ ფუნქციას ატარებდა, რომ გუნდი უფრო მეტად შეთამაშდეს და იმ ფეხბურთის ჩვენება შევძლოთ, რაც მომავალში უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში წარმატებას მოგვიტანს. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც მთელი მატჩის მანძილზე ვგრძნობდით. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაც გახლავთ.

8.03. თბილისი. დინამო არენა. 300 მაყურებელი
გაგრა-დინამო 1:2
0:1 მერებაშვილი (30), 1:1 ჯერემია (44), 1:2 მერებაშვილი (90)

გაგრა დინამო
4-5-1 4-3-3
ბეგაშვილი სეფიაშვილი
ჯგერენაია ტვილდიანი
ტყეშელაშვილი კვეკვესკირი
კალანდაძე გ. რეხვიაშვილი
ნ.ჯიშკარიანი ხმალაძე
ხუციძე ძარია
ხოჯაშვილი ალვარო
ჭკუასელი კოშკაძე
ყურულაშვილი ანდრეუ
სარდალიშვილი კოტო
ჯერემია მერებაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ჯელაძე გ. დევდარიანი

გაგრა
36. ხოჯაშვილი - კვანტალიანი
80. სარდალიშვილი - ყიფიანი

დინამო
46. კოშკაძე - გოგუა
46. ანდრეუ - ჩისკო
55. რეხვიაშვილი - თომაშვილი

გაფრთხილება: ხუციძე (29), ჩისკო (74)

* * *
8.03. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 400 მაყურებელი
ბაია-მერანი 1:0
1:0 შ. ლომია (83. პენ.)

ბაია მერანი
4-3-3 4-3-3
სომხიშვილი შეროზია
აფაქიძე გეგეჭკორი
ტყებუჩავა მელიავა
პაჭკორია კიკალიშვილი
აკობია იობაშვილი
ტყემალაძე დიდავა
სიხარულია ფონიავა
შ. ლომია ჩალაძე
კუტალია ბოხუა
ენდელაძე ამბროლაძე
გაბედავა სუხიაშვილი

ბაია
58. ენდელაძე - ეხვაია
67. სიხარულია - ნ.შონია
79. აკობია - ქვარცხავა
სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, გუჯეჯიანი, კუკავა

მერანი
71. ბოხუა - ტორაძე
76. ჩალაძე - კაკულია
82 ამბროლაძე - ტაპე
სათადარიგოები: შენგელია, ჟვანია, ვართაგავა, ე. გრიგალაშვილი

გაფრთხილება: ბოხუა (34)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია
მკითხველის კომენტარები / 4 /
300 კაცზე ბევრად მეტი იყო 1500 თუ არა 1000 კაცი მაინც იყო მართლაც დაკლებულია ეს დაკლება ალბათ იმით არის გამოწვეული რომ დიდი სტადიონია და ცოტა ჩანს ხალხი მერანის სტადიონი პირთამდე გაივსებოდა და ადგილიც არ იქნებოდა
gagra
17:41 09-03-2012
0
რა გინდათ რატო აკლებთ დინამოს ყოველთვის მაყურებელს მერამდენეთ აკეთებთ ასე უკვე თამაშზე რომ არ ვყოფილიყავი დავიჯერებდი მაგრამ 300-ს და 1000-ს შორის მემგონი განსხვავება არის გლადიატორების წევრი ვარ და სპეციალურად ვლაპარაკობდით გუშინ ამ თემაზე მერე ვიღაცა ქლიავი გამოვარდება და დინამოს თამაშებზე უფრო ცოტა ხალხი დადისო ვიდრე ქორწილებშიო და ეს თქვენი ბრალია იმიტომ რომ 1500 კაცი 300-ად გეჩვენებათ არ დაბლოკოთ ეს კომენტარი თუ ხალხი ხართ
zuka
12:22 09-03-2012
0

სიახლეები პოპულარული