შეხვედრაში დუბლით თავი გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო "გაგრას" პროგრესული ასპარეზობა, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა.
ჩვენთვის ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონდა და ამიტომ ამ მატჩს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავდით. დღეს იასპარეზა სამი თვის უთამაშებელმა გიორგი რეხვიაშვილმა. ტრავმის მოშუშების შემდეგ ჩვენ გვაინტერესებდა მისი სათამაშო კონდიციები.
ისევ ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს მომენტების გამოუყენებლობა და
ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე და შევეცდებით მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრათ ეს პრობლემები.
ზვიად ჯელაძე ("გაგრას" მთავარი მწვრთნელი): "დინამოს" ვულოცავ გამარჯვებას. საინტერესო და დრამატული მატჩი გამოდგა. არასასიამოვნო და მძიმეა ბოლო წუთებზე წაგება. ამ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, ვფიქრობ, დიდი გამოცდა იქნება ქვედა რვა გუნდში ასპარეზობა და ვიმედოვნებ, რომ "გაგრა" მომავალ სეზონში ისევ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
გიორგი მერებაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე აუტსაიდერთა შორის იმყოფება და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ძალიან პერსპექტიული და მებრძოლი გუნდია. ყველაფერი ეს თამაშშიც გამოჩნდა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის იმ ფუნქციას ატარებდა, რომ გუნდი უფრო მეტად შეთამაშდეს და იმ ფეხბურთის ჩვენება შევძლოთ, რაც მომავალში უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში წარმატებას მოგვიტანს. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც მთელი მატჩის მანძილზე ვგრძნობდით. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაც გახლავთ.
8.03. თბილისი. დინამო არენა. 300 მაყურებელი
გაგრა-დინამო 1:2
0:1 მერებაშვილი (30), 1:1 ჯერემია (44), 1:2 მერებაშვილი (90)
გაგრა დინამო
4-5-1 4-3-3
ბეგაშვილი სეფიაშვილი
ჯგერენაია ტვილდიანი
ტყეშელაშვილი კვეკვესკირი
კალანდაძე გ. რეხვიაშვილი
ნ.ჯიშკარიანი ხმალაძე
ხუციძე ძარია
ხოჯაშვილი ალვარო
ჭკუასელი კოშკაძე
ყურულაშვილი ანდრეუ
სარდალიშვილი კოტო
ჯერემია მერებაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ჯელაძე გ. დევდარიანი
გაგრა
36. ხოჯაშვილი - კვანტალიანი
80. სარდალიშვილი - ყიფიანი
დინამო
46. კოშკაძე - გოგუა
46. ანდრეუ - ჩისკო
55. რეხვიაშვილი - თომაშვილი
გაფრთხილება: ხუციძე (29), ჩისკო (74)
* * *
8.03. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 400 მაყურებელი
ბაია-მერანი 1:0
1:0 შ. ლომია (83. პენ.)
ბაია მერანი
4-3-3 4-3-3
სომხიშვილი შეროზია
აფაქიძე გეგეჭკორი
ტყებუჩავა მელიავა
პაჭკორია კიკალიშვილი
აკობია იობაშვილი
ტყემალაძე დიდავა
სიხარულია ფონიავა
შ. ლომია ჩალაძე
კუტალია ბოხუა
ენდელაძე ამბროლაძე
გაბედავა სუხიაშვილი
ბაია
58. ენდელაძე - ეხვაია
67. სიხარულია - ნ.შონია
79. აკობია - ქვარცხავა
სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, გუჯეჯიანი, კუკავა
მერანი
71. ბოხუა - ტორაძე
76. ჩალაძე - კაკულია
82 ამბროლაძე - ტაპე
სათადარიგოები: შენგელია, ჟვანია, ვართაგავა, ე. გრიგალაშვილი
გაფრთხილება: ბოხუა (34)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია