ქუთაისის "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანს" შორის მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
დასავლეთ საქართველოში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, "ტორპედოსა" და "მერანს" შორის 12 მარტს გასამართი შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. ამ დროისათვის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე თოვლის სისქე დაახლოებით 30 სანტიმეტრს აღწევს.

რაც შეეხება მომდევნო კალენდარულ მატჩს, წესით "მერანს" 16 მარტს საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოსთან" უნდა ეთამაშა, თუმცა ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, შეხვედრა არა მარტვილში, არამედ თბილისში გაიმართება. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე პაექრობა ხუთშაბათს 18:00 საათზე დაიწყება.

fcmerani.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული