ჯაბა ჯიღაური: ჩემპიონობისთვის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
მარტვილის "მერანთან" ფრედ (2:2) ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა კომენტარი გააკეთა.

ჯაბა ჯიღაური:"მერანთან" შეხვედრაზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. ყველამ კარგად ნახა თუ როგორი თამაში იყო. ირაკლი ძარიას გაგდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა შეხვედრის შედეგზე.

მოსაგები თამაში იყო და დასანანია, რომ ასეთ დაპირისპირებაში მეტად მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. ძალიან რთული არის ათი კაცით თამაში.

შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდს გვქონდა შეხვედრაში გამარჯვების მიღწევის საშუალება, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

ასევე მინდა შევეხო იმ კურიოზულ ბურთს, რომელიც ჩვენს კარში გავიდა -
ასეთი დარტყმებიდან ძალიან იშვიათად, ფაქტობრივად არც გადის გოლები, ბურთი ჩვენი კარის ბადეში აღმოჩნდა, ყველაფერთან ერთად ამ დაპირისპირებაში უიღბლობა ჩვენი მეგზური იყო.

მიუხედავად დღევანდელი შედეგისა, მიმაჩნია, რომ ჯერ დაკარგული არაფერია. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ჩემპიონობისთვის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმოტივაციო მერანს დინამო რო ქვია 10 კი არა 7 კაცითაც უნდა მოუგოს თუ არა და დინამო (საქართველოში ისედაც უმეტესობა ბანდაა) არა არის გუნდი. მერანს რომელიც ყანაში ბურთაობს რაც ჩანდა ეგრე იყო ტელევიზორში დინამო რო გქვია უნდა მოუგო ყოველ მიზეზ გარეშე თბილისშიც და ანტარქტიდაზეც და უდაბნოსიც!
RUMENIGE
23:09 18-03-2012
0

სიახლეები პოპულარული