დასრულდება გაფიცვა ზუგდიდის "ბაიაში"?

AutoSharing Option
16 მარტს ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი, "კოლხეთი"-"ბაიაც" გადაიდო. შეხვედრა რომც ჩატარებულიყო, "ბაია" მეორე გუნდით ითამაშებდა - პირველი გუნდის ფეხბურთელები მოედანზე გასვლაზე უარს აცხადებდნენ.

ზუგდიდის "ბაიაში" გვითხრეს, რომ ერთი თვის ხელფასი და ერთი თამაშის პრემიაა გასასტუმრებელი.

კლუბში იმედიანად არიან და ვარაუდობენ, რომ ერთ-ორ დღეში ფეხბურთელები კუთვნილ თანხას მიიღებენ და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

ასეთი დავალიანებები ქართული კლუბებისთვის უცხო ნამდვილად არ არის და, შეიძლება ითქვას, რომ "ბაიაში" არნახული და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. თუმცა, თქმა რად უნდა, რომ ფეხბურთელების გაფიცვა სასიამოვნო ფაქტი არ
არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული