არც "გაგრა" ჰგავდა ჯაბან გუნდს. ვერგამოყენებული მომენტებისთვის მოწინააღმდეგის დასჯაც შეეძლო, მაგრამ "მერანზე" ბურთს ბადეში გახვევა არ ეწერა.
პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს - ნიკოლოზ ჯიშკარიანმა ოციოდე მეტრიდან დაარტყა ჯარიმა და ჯინო რეჭიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
პირველ წუთებში "გაგრა" უფრო აქტიური ჩანდა. შესაძლოა, მწვრთნელისგან სწრაფი გოლის გატანა ჰქონდა დავალებული. "ვიტ ჯორჯიამ" თანდათან დაალაგა თამაში, ერთი-ორი მწვავე იერიში განახორციელა და ყველას აჩვენა, რომ გამარჯვების რიგიანი შანსი
ლევან კუხალეიშვილს ჩინებული საგოლე შესაძლებლობა მიეცა, საჯარიმოში შეჭრილს მეკარისთვის უნდა ეჯობნა, თუმცა უხეიროდ დაარტყა და გიორგი ბეგაშვილმაც იოლად მოიგდო ბურთი ხელებში.
ამის შემდეგ გიორგი ჯანელიძის პასით უკვე ბესიკ ჩიმაკაძეს მართებდა გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
"გაგრას" დაცვა ხშირად უშვებდა შეცდომებს. არაერთი "საჩუქარიც" უძღვნა მეტოქეს, მაგრამ "ვიტ ჯორჯიამ" ისინი ვერ გამოიყენა.
მასპინძლებს სწრაფი კონტრშეტევების ეიმედებოდათ. "გაგრას" შუახაზელები ხშირად აგდებდნენ ბურთს "ვიტ ჯორჯიას" მცველების უკან, სადაც ყველაზე სახიფათოდ ჯონ ჯერემია იყო ჩასაფრებული.
პირველ ტაიმში კუხალეიშვილი ერთხელაც დაემუქრა "გაგრას", მცველთან ორთაბრძოლაშ ვარდნაში დაარტყა და ბეგაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ქარი მძლავრად უბერავდა და გუნდებს ესეც უშლიდა ხელს, არც მინდორს ეთქმოდა იდეალური. ტექნიკური წუნიც ცოტა არ იყო.
მეორე ტაიმში საგოლე მომენტები უფრო ხვავიანად ვიხილეთ. გიორგი კორიფაძის პასით ჩიმაკაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ბურთი ბეგაშვილს შეაწყვიტა; ლევან ყიფიანის სახიფათო დარტყმა არაზუსტი გამოდგა; ჯანელიძის თავური "გაგრას" ერთ-ერთმა მცველმა ზედ კარის ხაზიდან "გამოიტანა"; ჩიმაკაძის პასით კუხალეიშვილს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა და ბურთი ფეხიდან აეჭრა; ჩიმაკაძის დარტყმა ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია...
სხვა რა გითხრათ, "ვიტ ჯორჯიას" პირველ ლიგაში დაქვეითება ნამდვილად არ ემუქრება, დანარჩენს კი მომდევნო ტურები გვაჩვენებს.
იყო სიახლეებიც: კუხალეიშვილმა პირველად ითამაშა "ვიტ ჯორჯიას" სასტარტოში, ჩიმაკაძეს კი ცენტრფორვარდის პოზიციიდან მარცხენა ფლანგზე მოუწია გადასვლა.
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
20.03. თბილისი. მერანი. 800 მაყურებელი
გაგრა-ვიტ ჯორჯია 0:0
გაგრა ვიტ ჯორჯია
4-4-2 4-2-3-1
ბეგაშვილი რეჭია
ხუციძე დ.ხურცილავა
ტყეშელაშვილი გოგიაშვილი
კალანდაძე კასრაძე
ნ. ჯიშკარიანი ღანიაშვილი
ყიფიანი ვასაძე
ყურულაშვილი გურამ გურეშიძე
ზვიადაძე კორიფაძე
სარდალიშვილი გ. ჯანელიძე
კვანტალიანი ჩიმაკაძე
ჯერემია კუხალეიშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი:
ზ.ჯელაძე მ.კოჭლაშვილი
გაგრა
35. სარდალიშვილი -ხოჯაშვილი
65. კვანტალიანი - ფალავანდიშვილი
86. ყიფიანი - ლ. სეთურიძე
სათადარიგოები: მაღრაძე, ნარმანია, კობერიძე, როსტიაშვილი
ვიტ ჯორჯია
89. კორიფაძე - ლობჯანიძე
72. ჯანელიძე - დავლაშელიძე
სათადარიგოები: დაუშვილი, ზაქრაძე, ვ.ხურცილავა, ვაშაკიძე, ჯუღელი
გაფრთხილება: დ.ხურცილავა (76), გოგიაშვილი (77)
არბიტრი: ხ.გაგნიძე
პლეი აუტი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ვიტ ჯორჯია 3 2 1 0 3-0 7
2.გაგრა 3 1 2 0 4-2 5
3.გურია 3 1 2 0 7-6 5
4.სპარტაკი 3 1 1 1 3-3 4
5.სიონი 2 1 0 1 5-4 3
6.ჩიხურა 2 0 1 1 1-3 1
7.დინამო (ბთ) 2 0 1 1 0-2 1
8.მერცხალი 2 0 0 2 0-3 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"