მეორე ტაიმში "ჩიხურა" საგრძნობლად გააქტიურდა, რაც შეცვლაზე ალეკო ივანიშვილის, ბესიკ დეკანოიძისა და თორნიკე მუმლაძის შემოსვლამაც განაპირობა.
მე-60, 63-ე და 83-ე წუთებზე სტუმრები სასწაულებრივად გადაურჩნენ გოლებს. ბათუმელებმაც ვერ გამოიყენეს, რომ იტყვიან, რამდენიმე "ნახევარმომენტი".
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "გუნდს კვლავ აკლია შეთამაშება. შეტევებში მეტი ორგანიზებაა საჭირო. დასანანია, რომ ვერ
იოსებ ნასუაშვილი (ბათუმი): "მეტოქეებს ამ მატჩამდე პირველი თამაში წაგებული ჰქონდათ და მეორე წაგება, ალბათ, საგანგაშო იქნებოდა. ამიტომაც არ ვარ მთლად უკმაყოფილო ჩვენი გუნდის თამაშით და შედეგით. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური იყო".
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
20. 03. საჩხერე. "ცენტრალური". 700 მაყურებელი
ჩიხურა-დინამო (ბათუმი) 0:0
ჩიხურა დინამო
რ. თევდორაძე მამინაშვილი
მურველაშვილი ფარტენაძე
გუშარაშვილი ხუხია
ჭელიძე კაჭკაჭიშვილი
ჩიკვაიძე ქორიძე
ზაბახიძე გოგიტიძე
ნ. კვასხვაძე ცანავა
ლ. ნოზაძე ა. მუჯირი
დ. კირკიტაძე ცნობილაძე
ფიფია ბერიძე
იაშვილი დიასამიძე
მწვრთნელი: ს. ფრუიძე მწვრთნელი: ი. ნასუაშვილი
ჩიხურა
65. ფიფია - ივანიშვილი
76. დეკანოიძე - ნოზაძე
84. მუმლაძე - კვასხვაძე
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, სალარიძე, ძამსაშვილი
დინამო
46. დიასამიძე - ბაციკაძე
46. ცანავა - თოდაძე
90. მუჯირი - ვ. თევდორაძე
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, მაკარიანი, ნ. ნასუაშვილი, ჯორბენაძე
გაფრთხილება: ცანავა (22), გოგიტიძე (63), მურველაშვილი (76)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
თამაზ ლაშხი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"