საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური: ქუთათურები ფოთში დამარცხდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

რუსთავის "მეტალურგმა" საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. 

ზუგდიდის "ბაიასა" და გორის "დილას" დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, რის შემდეგაც გუნდებმა ანგარიშში დაწინაურება ვეღარ მოახერხეს.

ფოთის "კოლხეთმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. ფოთელებმა დათუნაიშვილის გოლის წყალობით იმარჯვეს.

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური
მეტალურგი-მერანი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მაისურაძე (40), 2:0 ტატანაშვილი (87)

ბაია-დილა 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 სიხარულია (13), 1:1 ვაწაძე (15)

კოლხეთი-ტორპედო 1:0 (1:0)
გოლები: 1:0 დათუნაიშვილი (34)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული