რუსთავის "მეტალურგმა" საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.
ზუგდიდის "ბაიასა" და გორის "დილას" დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, რის შემდეგაც გუნდებმა ანგარიშში დაწინაურება ვეღარ მოახერხეს.
ფოთის "კოლხეთმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. ფოთელებმა დათუნაიშვილის გოლის წყალობით იმარჯვეს.
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური
მეტალურგი-მერანი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მაისურაძე (40), 2:0 ტატანაშვილი (87)
ბაია-დილა 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 სიხარულია (13), 1:1 ვაწაძე (15)
გოლები: 1:0 დათუნაიშვილი (34)