თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი" ფრეზე გაიყარნენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მესამე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა, ხოლო მეორე ნახევარში მუჯირის ძალისხმევის შედეგად დინამოელთა ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები დააწინაურა - 0:1. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის მე-80 წუთზე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ჩისკო მუნიოსი გახდა. (ტურის სხვა მატჩები)

დინამო-ზესტაფონი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჯიღაური (ავტ.47), 1:1 ჩისკო (80)
გაფრთხილება: გოგუა (25), გორგიაშვილი (59), მუჯირი (64), ღონღაძე (80)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

დინამო: ლორია, თომაშვილი, ჯიღაური, კოშკაძე (კოტო 84), მერებაშვილი (რობერტინიო 75), ჩისკო, ტვილდიანი, ხმალაძე, კვეკვესკირი, გოგუა, პაპავა
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

ზესტაფონი: კვასხვაძე, ონიანი, კობახიძე, ელიავა, ღონღაძე, გორგიაშვილი, მენთეშაშვილი (წინამძღვრიშვილი 78), შარიქაძე (აფციაური 54), გრიგალაშვილი, დვალი, მუჯირი (რაჟამაშვილი 68)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სატურნირო მდგომარეობა
1 ზესტაფონი 16 10 4 2 29-13 34
2 მეტალურგი 17 10 2 5 25-19 32
3 დინამო 16 7 4 5 30-23 25
4 ტორპედო 15 7 3 5 17-13 24
5 ბაია 16 4 5 7 12-20 17
6 დილა 16 4 4 8 17-19 16
7 კოლხეთი 16 3 6 7 9-20 15
8 მერანი 16 4 2 10 14-26 14
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაზე უნდა მოეგო დინამოს ზესტასვის რიტი ჯობია დინამო. .8 სელია იგივე საზტავი კავს ზესტას გუნდის ჰენებას დრო უნდა
paata
21:21 22-03-2012
0
ზოგიერთი ძალად ოპტიმისტი რომ გვაყვედრიდა, არიქა მერება და გოგუა ნაკრებშიო. ამიტომ ვერ გავედით ევროპაზეოა. ა ბატონო ორივე თამაშობს დინამოში, მაგრამ ზესტას და ბერანს ვერ უგებს.
ramo
10:03 22-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული