მართალია, დავალიანება არ გაუსტუმრებიათ, მაგრამ, როგორც ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა გვითხრეს, ამის პირობა მიიღეს.
რა თქმა უნდა, III ტურის მთავარი შეხვედრა "დინამო"-"ზესტაფონი" იყო, მაგრამ ზუგდიდური მატჩის მნახველებმაც დიდი სიამოვნება მიიღეს - დაძაბული თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. იშვიათად გაიხსენებთ საქართველოს ჩემპიონატში მეორე ასეთ შეხვედრას, სადაც მოთამაშეები, ლამის ყველა, ბურთისთვის იბრძვიან.
ზუგდიდელთა შემადგენლობა ისედაც ახალგაზრდულია, ამ თამაშში კი ძირითადში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ზურაბ ქვარცხავამ:
ზუგდიდელებმა შეხვედრა აქტიურად, შეტევებით დაიწყეს. განსაკუთრებით ზვიად სიხარულია აქტიურობდა, რომელიც ნელ-ნელა "ბაიას" ლიდერად ყალიბდება. 19 წლის საყრდენი გოჩა ტყებუჩავამ მარჯვენა შემტევად გადასწია და კარგადაც გამოჩნდა.
ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა: მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა ირაკლი ეხვაიამ თავით სწორედ სიხარულიას გაუგრძელა, რომელმაც ლამის კუთხურის ხაზიდან მარინ სკენდერს ბურთი თავზე გადაუგდო და ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა - 1:0.
სტუმრებმა წონასწორობა მალე აღადგინეს: შეტევაში ჩართულმა მცველმა ლექსო ინწკირველმა ბურთი თავით მათე ვაწაძეს დაუგდო, რომელმაც მცველს დაასწრო და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 1:1.
გოლმა მასპინძელთა შეტევები ოდნავ დააცხრო, მაგრამ სიხარულიამ ზუგდიდელები ისევ გამოაცოცხლა, როდესაც 27-ე წუთზე ჯარიმა შეასრულა - სკენდერმა ბურთი მოიგერია.
მასპინძლები ფლანგებსაც იყენებდნენ და შორეული დარტყმებითაც ცდილობდნენ მეტოქის კარის აღებას. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა 38-ე წუთზე ნიკა აფაქიძის შეტევა: მან მოედნის ცენტრიდან დაარტყა - გორელთა ხორვატმა მეკარემ ბურთი კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია.
მეორე ტაიმში დაძაბულობამ იმატა, მომენტები კი ნაკლებად იქმნებოდა: აღსანიშნავია გიორგი გაბედავას ჯარიმა, რომელიც კარს სანტიმეტრებში ასცდა. ისევ და ისევ სიხარულიას ინდივიდუალური გარღვევა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში დაიძრა, ორ მცველს გასცდა და კარში გაისროლა, მაგრამ სკენდერი საიმედოდ იდგა. მატჩის მიწურულს კი მაკრატელათი "ბაიას" დაწინაურებას გაბედავა შეეცადა.
გორელებმა მასპინძლები ბოლო წუთზე აანერვიულეს, როდესაც ზურაბ არზიანმა ნიკა შონიას ბურთი მოედნის ცენტრში აართვა, კარისკენ დაიძრა და დაარტყა. თუმცა მეტის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვეღარ მოახერხა.
ბოლოს ერთსაც ვიტყვით: წლებია, ზუგდიდში გუნდის ფინანსური პრობლემები ვერ მოგვარდა. არადა, ამ ქალაქში ნამდვილი საფეხბურთო საბადოა, რაც ამ შეხვედრამაც დაამტკიცა. ისევ ზუგდიდს და ქართულ ფეხბურთს წაადგება, "ბაიას" თუ მიხედავენ. ამ ნიჭიერი ბიჭების გაჭირვებისთვის გაწირვა საცოდაობა იქნებოდა.
21.03. ზუგდიდი. "ბაიას" ბაზა. 700 მაყურებელი.
ბაია-დილა 1:1
1:0 სიხარულია (13. ეხვაიას პასით), 1:1 ვაწაძე (15. ინწკირველის პასით).
ბაია დილა
4-3-3 4-3-3
სომხიშვილი სკენდერი
გ. ქვარცხავა ალადაშვილი
აფაქიძე სალუქვაძე
აკობია ინწკირველი
გამრეკლიძე მეგრელიშვილი
ზ. ქვარცხავა არზიანი
ნ. შონია კაშია
ეხვაია ილურიძე
სიხარულია გურული
გაბედავა ვაწაძე
შ. ლომია კახელიშვილი
მთ. მწვრთნელი: მთ. მწვრთნელი:
გ. ტყებუჩავა თ. მახარაძე
ბაია
53. ლომია - კუტალია
76. ეხვაია - კუკავა
90. სიხარულია - გუჯეჯიანი
სათადარიგოები: ჯომიდავა, კანკია, ლ. ქანთარია, აქუბარდია
დილა
33. კაშია - ჯიქია
73. ილურიძე - ლექვთაძე
83. კახელიშვილი - ბარაბაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, კანდელაკი, ბეჭვაია
გაფრთხილება: გაბედავა (3), სომხიშვილი (16), აფაქიძე (32), კახელიშვილი (32), ნ. შონია (34)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"