ნიკა კვეკვესკირი: სანამ ჩემპიონობის თეორიული შანსი იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
"დინამო" - "ზესტაფონის" (1:1) მატჩზე კომენტარი მასპინძელთა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

ნიკა კვეკვესკირი: "დაძაბული შეხვედრა იყო, რომელშიც, თავისთავად, მოსაგებად გავედით მოედანზე. ჩემპიონობის ბედი იდო სასწორზე. ორივე გუნდს ჰქონდა მოგების შანსი.

ვფიქრობ, ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ ფრეს დავჯერდით. მოსახდენი მოხდა. იმ წუთამდე, სანამ თეორიული შანსი იქნება ჩემპიონობის, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა დარჩენილ მატჩში ისე უნდა გავიდეთ, როგორც ფინალზე. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. გლადიატორები ყოველთვის ბოლომდე დგანან დინამოს გვერდით. მე ამაყი ვარ, რომ ვარ დინამოელი და მიწევს ასეთი
ადამიანების და ფეხბურთელების გვერდით თამაში".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული