დღევანდელ ვარჯიშს გრიგოლ დოლიძე გამოაკლდა, რომელსაც სიცხე აქვს, მიკრო ტრავმის მუხედავად ვარჯიში არ გაუცდენია მაქსიმე ქვილითაიას.
ზემოთ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ქუთაისური გუნდის თავკაცმა გია გეგუჩაძემ ისაუბრა.
"ამ მატჩისთვის ნორმალური განწყობა გვაქვს, მიუხედავად, წინა
ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თუ დღეს ჩვენ წინა პლანზე გამოვიტანთ სატურნირო მდგომარეობას, მაშინ ხვალ გუნდი არ გვეყოლება.
მთავარი მიზანი არის გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ხვალ რეალურად შესწევს უნარი პირველობისთვის ქონდეს პრეტენზია.
მრავალი მიზეზის გამო, მე მაინც კანონზომიერად მიმაჩნია მარცხი ფოთში. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ალბათ, ეს არის სათამაშო პრაქტიკის არქონა.
მრავალჯერ გადადებული თამაშების გამო, ამ ეტაპზე გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად არ არის, ჩვენ ამ შეხვედრების ხარჯზე ვაპირებთ ფორმაში შესვლას, ამდენად, მე გულშემატკივრებსაც მინდა ვთხოვო, რომ გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თითოეული თამაში, რომელზეც გუნდი მოსაგებად გადის. სხვანაირად არც შეიძლება, "ტორპედო" უნდა არსებობდეს გამარჯვებულის სულისკვეთებით. იგივეს, ფეხბურთელებთან საუბრისასაც ავღნიშნავ და ყველა მათგანი ამ კონკრეტული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
ბოლო პერიოდში, ჩვენს გუნდში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მივეცით თამაშის შანსი. იგივე ვალერი ბოლქვაძე, რომელსაც ტრავმის გამო გარკვეული დრო გაუცდა და დებიუტი ჰქონდა წინა მატჩში.
ნიკა ფირცხალავა, რომელმაც თავის სადებიუტო შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასთან", გოლით აღნიშნა. ნახეთ, ახალგაზრდა ფანცულაიაც, ვისაც ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას. ამასთანავე, ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებენ კუხიანიძე და საბანაძე. საერთო ჯამში, მე ვფიქრობ ეს ყველაფერი დადებით მომენტს გვიჩვენებს.
მივესალმები ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას მატჩზე გულშემატკივართა უფასოდ დასწრების გადაწყვეტილების თაობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მე ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ცალ-ცალკე ვერ ვგულისხმობ, თუ ვლაპარაკობთ გუნდში არსებულ ვითარებაზე ან მიზნებზე, ამ ამოცანათა გადაჭრისათვის მიდგომა ერთსულოვანი უნდა იყოს, როგორც საფეხბურთო კლუბის, ისე გულშემატკივრის მხრიდან".
მომდევნო მატჩის შესახებ კომენტარი "ტორპედოს" ნახევარმცველმა გიორგი დათუნაიშვილმაც გააკეთა.
"ამ თამაშს შესავალი არ სჭირდება, "დინამო" ჩვენი კონკურენტია და ისედაც, ამ გუნდთან მატჩის წინ ყოველთვის საბრძოლო განწყობაა. იმ ცუდი თამაშის შემდეგ, რომელიც ფოთში ჩავატარეთ ვემზადებით ბიჭები რომ რეაბილიტაცია მოვახდინოთ, ამის გასაკეთებლად კი "დინამოსთან" მოგება ყველაზე კარგი საშუალება იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გულშემატკივრებს იმედები გავუმართლოთ და გავიმარჯვოთ".
fctorpedo.ge