ტორპედო-დინამო 1:1

AutoSharing Option
საქართველოს XXIII ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა.

შეხვედრაში ანგარიში ქუთაისური გუნდის ფეხბურთელმა რევაზ გოცირიძემ გახსნა, რომელმაც სტანდარტულის ჩამოწოდების შემდეგ დინამოელთა მცველების შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმი "ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება გულვერდ თომაშვილმა შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა. 

ტორპედო-დინამო  1:1 (1:0)
გოლები: 1:0 გოცირიძე (43), 1:1 თომაშვილი (66)
გაფრთხილებები: რიგვავა (14), გოცირიძე (22), კოტო (29), დიღმელაშვილი (34), გურული (64)
არბიტრი: ლაშა სილაგავა

ტორპედო: მიგინეიშვილი, კვახაძე, რუგვავა,
გამეზარდაშვილი, გურული, დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი (ფირხალავა 80), დოლიძე (იოსელიანი 69), კუხიანიძე (ბოლქვაძე 71), საბანაძე, გოცირიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო: ლორია, ტვილდიანი, თომაშვილი, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი, ძარია, გოგუა, ხმალაძე, მერებაშვილი (ალვარო 19, ჯიღაური 36), კოტო (ფოცხვერია 82), ჩისკო
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული