პირველ ტაიმში გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთს არ ჰქონია. ორივე გუნდი კარგად თამაშობდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად ბურთს მასპინძლები ფლობდნენ.
საწყის წუთებში რამდენიმე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს: ლევან ყიფიანის გადაცემის შემდეგ შალვა კვანტალიანმა სცადა ფონს გასვლა, თუმცა მეკარე ადგილზე დაუხვდა მის დარტყმულს. სამიოდე წუთში იმავე კვანტალიანის გამჭოლ გადაცემას არავინ გამოეხმაურა; არადა, ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუქროლა კარს.
ცოტა ხანში ვლადიმერ
ამის შემდეგ იყო საკამათო მომენტიც, როდესაც მიხეილ კობერიძემ ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მცველი, თუმცა წაიქცა. სტუმართა გულშემატკივრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ კრიჭაშვილმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. სტუმრებმა მალე კიდევ ერთი ხიფათი შექმნეს მეტოქის კართან: კობერიძის სახიფათოდ ჩამოწოდებულ კუთხურს "სპარტაკის" მცველმა სერგი ორბელაძემ შეუცვალა ბურთს მიმართულება, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა პირველივე შეტევა გოლად აქციეს: სპარტაკელთაგან გამორჩეულმა ლევან მელქაძემ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა თემურ შარაშენიძეს, რომელმაც მახვილი კუთხიდან ბურთი თავზე გადაუგდო მეკარე ბეგაშვილს.
57-ე წუთზე გაგრელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს: მოწინააღმდეგის კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა გიორგი ტყეშელაშვილმა შეასრულა უნაკლოდ - 1:1.
ამას მასპინძლები სულაც არ გაუტეხია. განსაკუთრებულად გამორჩეული იყო მელქაძე, რომელმაც 61-ე წუთზე კუთხურიდან შექმნილი არეულობით ჩინებულად ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავისი გოლიც გაიტანა. ამით მან თავის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვება მოუპოვა.
გაშვებული ბურთის შემდეგ "გაგრა" დროდადრო ამწვავებდა თამაშს. რეალური მომენტი ჯერ ჯერემიას ჰქონდა, ხოლო მოგვიანებით კი ირაკლი ხუციძეს.
საფინალო სასტვენამდე კიდევ იყო სახიფათო იერიშები, რომელსაც ძირითადად გაგრელი ფეხბურთელები ქმნიდნენ. და მაინც, უნდა გამოვყოთ ტყეშელაშვილის შორეული დარტყმა და ჯერემიას მახვილი კუთხიდან გასროლილი, რომელიც ძელმა აისხლიტა.
მატჩის შემდეგ
ვლადიმერ ხაჩიძე ("სპარტაკი"): "ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. "გაგრა" საკმაოდ კარგი გუნდია და მინდა წარმატებები ვუსურვო".
ზვიად ჯელაძე ("გაგრა"): "წასაგები მატჩი ნამდვილად არ იყო. გვქონდა რეალური მომენტები, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. რაც შეეხება მსაჯობას, უკომენტაროდ!"
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
25.03. თბილისი. ბენდელა. 300 მაყურებელი
სპარტაკი-გაგრა 2:1
გოლები: 1:0 შარაშენიძე (49.მელქაძის პასით), 1:1 ტყეშელაშვილი (57), 2:1 მელქაძე (61.ჭაფოძის პასით)
სპარტაკი (4-2-3-1) გაგრა (4-4-2)
ნადირაძე ბეგაშვილი
ჭაფოძე ხუციძე
მაჭავარიანი ტყეშელაშვილი
ლომაია კალანდაძე
ორბელაძე ნ.ჯიშკარიანი
ნ.მაისურაძე ყიფიანი
ჩივაძე ყურულაშვილი
შარაშენიძე ზვიადაძე
ლ.მელქაძე კობერიძე
ჩაფიძე კვანტალიანი
გაბაშვილი ჯერემია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ვ.ხაჩიძე ზ.ჯელაძე
სპარტაკი
46.ორბელაძე-სამხარაძე
78.ჩაფიძე-თუხარელი
90.გაბაშვილი-გ.გურეშიძე
სათადარიგოები: ძაგანია, მერეჩკო, ტეტუნაშვილი, თ.შონია
გაგრა
55.ყიფიანი-სარდალიშვილი
65.ზვიადაძე-ხოჯაშვილი
72.კვანტალიანი-როსტიაშვილი
სათადარიგოები: მაღრაძე, ნარმანია, ფალავანდიშვილი, სეთურიძე
გაფრთხილება: ჭაფოძე (5), გაბაშვილი (19), კობერიძე (50), კობერიძე (51), ტყეშელაშვილი (60), ლომაია (64), სარდალიშვილი (82), ჩივაძე (89), სამხარაძე (90+3)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"