ვერ ვიტყვით, რომ გუნდებმა გულშემატკივრის იმედები მთლიანად გაამართლეს: მატჩი ვერ გამოდგა კარგი სანახავი, თუმცა, შესაძლოა, ეს იმ დაძაბული ფონის ბრალიც იყო, რაც ამ კონკრეტულ მატჩს თან სდევდა. წესით, ფსიქოლოგიური უპირატესობა გურულების მხარეს უნდა ყოფილიყო, წინა შეხვედრებში ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით.
მატჩიც მასპინძლების მცირეოდენი უპირატესობით დაიწყო. პირველი ნახევარი საათის მანძილზე ბურთს უმეტ
არ არის გამორიცხული, იმერლებს ის ჩანაფიქრიც ჰქონდათ, რომ მჭიდრო კალენდრის გამო ისედაც გადაღლილი გურულებისთვის საწყისი უპირატესობა დაეთმოთ. ნამატჩევს "ჩიხურას" თავკაცი იტყვის, რომ ის მოელოდა, "გურია" ფიზიკურად რომ ვერ გაძლებდა და გადაიღლებოდა.
ასეც მოხდა. თუმცა ტაიმის შუაში იყო ეპიზოდი, რასაც შეეძლო "გურიის" სასარგებლოდ გადაეწყვიტა მატჩის ბედი - არასათამაშო სიტუაციაში ზურაბ ძამსაშვილმა არასპორტული საქციელი ჩაიდინა და ლანჩხუთელთა კამერუნელ ლეგიონერს, არნო ჩუენსუს ფეხი განზრახ ჩაარტყა. თორნიკე გვანცელაძემ ჩიხურელი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა. არბიტრს იგივე მობურთალის გაძევება ერთხელ კიდევ მართებდა, როცა უკვე საკუთარ საჯარიმოსთან ითამაშა უხეშად, მაგრამ რატომღაც ამჯერადაც დაინდო.
როგორც გამოჩნდა, ეს იყო გადამწყვეტი "გურიასთვის", რადგან რიცხობრივი თანაფარდობისას ლანჩხუთელებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს. უკვე მთელი მეორე ტაიმის მანძილზე აშკარა იყო, "გურიას" ძალა აღარ ჰყოფნიდა ვითარების გამოსასწორებლად და მეტოქეს უფრო ინერციით უტევდა. გიგლა იმნაძემ შეცვლებითაც სცადა ვითარების გამოსწორება - მოედანზე ახალწვეული გიორგი ალავერდაშვილიც შეიყვანა. მატჩის გადარჩენის ცდაში "გურია" 83-ე წუთამდე იყო - ამ დროს კი დაცვის ხაზმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და გოგი ფიფიამ კირკიტაძეს დუბლი შეასრულებინა.
პირველი გოლიც თითქოს უწყინარ სიტუაციაში გაუშვეს "მასპინძლებმა" - ნიკა კვასხვაძემ ბოლომდე იბრძოლა, კარის ხაზიდან მეკარის ბაქნის წინ ჩააწოდა, სადაც მეკარესა და მცველს როგორღაც დავით კირკიტაძემ დაასწრო.
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
24.03.2012. ოზურგეთი. მეგობრობა. 2500 მაყურებელი
გურია-ჩიხურა 0:2
0:1 კირკიტაძე (40. კვასხვაძის პასით), 0:2 კირკიტაძე (83. ფიფიას პასით)
გურია ჩიხურა
4-4-2 4-3-2-1
ბუბუტეიშვილი რ. თევდორაძე
ჩუენსუ მურველაშვილი
ზ. ჩხეტიანი გუშარაშვილი
ბაქრაძე ზაბახიძე
ჯანგიძე სალარიძე
ტ. კუკულაძე ჭელიძე
მაისაშვილი ძამსაშვილი
მოსიაშვილი ფიფია
სამსეიშვილი კირკიტაძე
კვერენჩხილაძე ნ. კვასხვაძე
გ. თოდუა მუმლაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. იმნაძე ს. ფრუიძე
გურია
46. ტ. კუკულაძე-ჩარგეიშვილი
52. თოდუა-ალავერდაშვილი
66. სამსეიშვილი-რ. ონიანი
სათადარიგოები: გოგუაძე, რ. კუკულაძე, ლაღაძე, შეწირული
ჩიხურა
12. გუშარაშვილი-ბერიანიძე
84. მურველაშვილი-დეკანოიძე
89. ფიფია-ტუხაშვილი
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ლ. ნოზაძე, ლილუაშვილი, ჩიკვაიძე
გაფრთხილება: ძამსაშვილი (23), ჯანგიძე (75), ჩხეტიანი (84), კვერენჩხილაძე (90).
არბიტრი: თ. გვანცელაძე (სამტრედია)
მათე გურული
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"