ყველაფერი გიორგი ჯანელიძის ჩუბინობამ გადაწყვიტა - ვიტჯორჯიელთა კაპიტანი მოედანზე საუკეთესო იყო და გოლიც მისივე მონაგრებულ ჯარიმას მოჰყვა - ჩაწოდების შემდეგ გადმოვარდნილი ბურთი ჯანელიძეს მიუვიდა და ტექნიკური დარტყმით გადაგზავნა "სიონის" კარში.
არადა, გოლის გატანა მანამდე ბოლნისელებს მართებდათ. ჯერ იყო და, გიორგი ჭანკოტაძემ იკისრა სოლო-რეიდი, კარისკენაც დაარტყა, თუმცა მხოლოდ კუთხურს გამორჩა. შემდეგ
ჯანელიძის გოლის შემდეგ მეტრეველმა ხელმეორედ სცადა ბედი, ვარდნაში უთავაზა ბურთს თავური და კარს ააცილა.
"სიონი" არ ცხრებოდა. თენგიზ ჩიკვილაძემ მარცხნიდან ჩააწოდა, დავით ბოლქვაძემ თავით დააგდო ბურთი და კარიდან 2-3 მეტრში მყოფმა მეტრეველმა ბურთს კარგად ვერ შეაგება ცაცია და მორიგი შანსი გაფლანგა.
"ვიტ ჯორჯიას" კი ანგარიშის გაზრდა შეეძლო - ჯემალ გოგიაშვილმა სიონელთა დაცვისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა, თუმცა მისი თავური ზედ კარის ხაზიდან გამოიტანეს.
შესვენების შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას "სიონი" დაეუფლა. ვერ გეტყვით, ეს ბოლნისელთა აქტიურობის ბრალი იყო, თუ უბრალოდ "ვიტ ჯორჯიამ" აირჩია დაცვითი ტაქტიკა, მაგრამ თამაში, ფაქტობრივად, მოედნის ცალ მხარეს მიდიოდა, "ვიტ ჯორჯია" კონტრშეტევებზე ელოდა შანსს.
აღნიშვნის ღირსია შეცვლაზე შესული გიგა ჯუღელის ფლანგური გარღვევა. ვიტჯორჯიელმა ოციოდე მეტრი ირბინა ბურთით, დარტყმა კი არაზუსტი გამოუვიდა.
"სიონი" გამუდმებით უტევდა, თუმცა იერიშებს სიმწვავე აკლდა. შეიძლება ითქვას, რომ "სიონმა" მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შექმნა - ხელსაყრელი პოზიციიდან ჭანკოტაძემ მიზანი ვერ გაისწორა.
მასპინძლებს კონტრშეტევაზე შეეძლოთ სტუმრების გამოჭერა - ელგუჯა ლობჯანიძის პასით ჯუღელს მიეცა საგოლე შესაძლებლობა, მაგრამ რატომღაც სუსტად დაარტყა და მინდია ბობღიაშვილიც იოლად დაეუფლა ბურთს.
შეხვედრის ბოლო წუთზე "სიონმა" ერთხელაც გაიბრძოლა. ვილი ისიანის ფლანგურ ჩაწოდებას მეტრეველმა მიაყოლა ღონიერი თავური - ბურთი კარიდან განზე წავიდა.
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. IV ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
24.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 300 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-სიონი 1:0
1:0 გ.ჯანელიძე (25)
ვიტ ჯორჯია სიონი
4-2-3-1 4-2-3-1
რეჭია ბობღიაშვილი
დ.ხურცილავა ავსაჯანიშვილი
გოგიაშვილი გ. ოქროპირიძე
კასრაძე ქემოკლიძე
ღანიაშვილი ჩიკვილაძე
ვასაძე კაციტაძე
გურამ გურეშიძე ჯოჯუა
კორიფაძე ისიანი
გ. ჯანელიძე დ.ბოლქვაძე
ვაშაკიძე ჭანკოტაძე
კუხალეიშვილი მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ.კოჭლაშვილი ხ.ქასრაშვილი
ვიტ ჯორჯია
46. ვაშაკიძე - ჯუღელი
70. კუხალეიშვილი - ლობჯანიძე
80. ჯანელიძე - დავლაშელიძე
სათადარიგოები: დაუშვილი, ჯაყელი, ტიელიძე, ზაქრაძე
სიონი
58. კაციტაძე - უგულავა
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ხიდეშელი, ნემსაძე, კობაური, გველესიანი, ქუცურუა
გაფრთხილება: კაციტაძე (30), კუხალეიშვილი (350, ვასაძე (64), კასრაძე (85)
არბიტრი: გ.ვადაჭკორია
სხვა მატჩები
გურია-ჩიხურა 0:2 (იხილეთ ვრცლად)
სპარტაკი-გაგრა 2-1 (იხილეთ ვრცლად)
მერცხალი-ბათუმი 0-1 (იხილეთ ვრცლად)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ვიტ ჯორჯია 4 3 1 0 4-0 10
2.სპარტაკი 4 2 1 1 5-4 7
3.გაგრა 4 1 2 1 5-4 5
4.გურია 4 1 2 1 7-8 5
5.ჩიხურა 3 1 1 1 3-3 4
6.დინამო (ბთ) 3 1 1 1 1-2 4
7.სიონი 3 1 0 2 5-5 3
8.მერცხალი 3 0 0 3 0-4 0
გამოტოვებული მატჩები
29 მარტი
მერცხალი-ჩიხურა
ბათუმი-სიონი
V ტური
2 აპრილი
გაგრა-მერცხალი
სიონი-სპარტაკი
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია
ბათუმი-გურია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"