გულვერდ თომაშვილი: ქუთაისის "ტორპედოსთან" მოგების შანსი გვქონდა

AutoSharing Option
ქუთაისში გამართული კლასიკოს შემდეგ თბილისის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა გულვერდ თომაშვილმა კომენტარი გააკეთა.

გულვერდ თომაშვილი:"ტორპედოს" წინააღმდეგ გასვლითი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის ძნელია. ქუთაისში გამუდმებით წნეხში გვიწევს თამაში.

რაც შეეხება მატჩს, ფაქტია, პირველი ტაიმი არასახარბიელოდ დავიწყეთ - მეორე ნახევარში კი თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ.

მართალია, შეხვედრის მოგების შანსი გვქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში, უბრალოდ არ გვიმართლებდა. ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ წარმატებამდე ცოტა გვაკლდება. შეიძლება ჩვენ ვაკლებთ კიდეც... იმედი მაქვს, ამ კომპონენტშიც მალე დავიხვეწებით და საკუთარ თამაშს მალე ვიპოვით.

სასიხარულოა, რომ ისეთი
პრინციპული მეტოქის კარში, როგორიც ქუთაისის ტორპედოა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამაქვს გოლი, თუმცა ორმაგად სასიხარულო იქნებოდა, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებისთვის რომ მიგვეღწია".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული