ლევან ხმალაძე: გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სტაჟიანმა ფეხბურთელმა ლევან ხმალაძემ გორის "დილასთან" (0:0) საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის გამოტოვებულ მატჩზე ისაუბრა.

"გორის "დილასთან" თამაში კარგად დავიწყეთ. მატჩის პირველივე წუთებზე უპირატესობას დავეუფლეთ. თუმცა მეორე ტაიმში ნელ-ნელა ნერვიულობა დაგვეტყო, ვინაიდან მოსაგები თამაში იყო და ყველანი ვჩქარობდით.

ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდება გამარჯვება და იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრიდან წაუგებელ სერიას მოგებების სერიით განვაგრძობთ.

რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, ტრავმა საერთოდ აღარ მაწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ სასურველ სათამაშო ფორმაში შევდივარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს ნდობისათვის", - თქვა ლევან ხმალაძემ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული