საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე, "ლელოს" ვერსიით 2009/10 წლების სეზონში საქართველოს საუკეთესო ნახევარმცველი 2010 წლის ზაფხულში ლენქორანის "ხაზარში" ჩაირიცხა, მაგრამ მალე მენისკი დაიზიანა, სამი ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო მოედანს ვერა და ვერ დაუბრუნდა.
იანვარში იმედაშვილი თურქეთში რეაბილიტაციას ასრულებდა და გორელებს შეკრებაზე ვერ გაჰყვა. თუმცა, თურქი ექიმის პასუხის შემდეგ, 27 წლის ნახევარმცველმა თებერვალში ინდივიდუალურად ვარჯიში განაახლა, ნელ-ნელა კი ჩვეულ დატვირთვაზე გადასვლას ცდილობდა და გორის
ამბობდა, დატვირთვებს კარგად ვეგუები და იმედოვნებდა, რომ მოედანს მალე დაუბრუნდებოდა.
მაგრამ გავიდა დრო და მისი გვარი არათუ "დილას" განაცხადში ვერ ამოვიკითხეთ, თურმე, გუნდშიც აღარ ვარჯიშობს. შევიტყვეთ, რომ მენისკმა კვლავ შეუქმნა მცირე პრობლემები და ვარჯიშისგან დროებით თავი შეიკავა - ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო.
ფეხბურთელის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი თურქმა ექიმმა არასწორად დაუგეგმა და მკურნალობის დასრულებას ევროპელ ექიმთან აპირებს.
საქართველოს ჩემპიონატში იმედაშვილმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ნებისმიერი ლიდერი გუნდისათვის საინტერესო მოთამაშე იქნებოდა. ამიტომ, ორმაგად საწყენია, ნიჭიერი მოთამაშე ასე რომ გაწვალდა და ორი წელია ვერ თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"