დინამო-კოლხეთი 1:1 - გიორგი დევდარიანი წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
2.04. თბილისი. დინამო არენა. 1000 მაყურებელი
დინამო-კოლხეთი 1:1
0:1 გოგონაია (56, პ.დათუნაიშვილის პასით), 1:1 ჯიღაური (83, რობერტინიოს პასით)

დინამო კოლხეთი
4-2-3-1 4-2-3-1

ლორია ა. მიქაბერიძე
ტვილდიანი ფოფხაძე
ხიზანეიშვილი ლომაშვილი
თომაშვილი ბოიომო
გ.რეხვიაშვილი გაბუნია
ანდრეუ გოგონაია
ძარია პ.დათუნაიშვილი
კოტო ქებაძე
კვეკვესკირი გვალია
რობერტინიო პავლიაშვილი
გოგუა ბ. ტუღუში

მწვრთნელი მწვრთნელი:
გ.დევდარიანი დ.მახარაძე

დინამო
32. კოტო - ოდიკაძე
56. ანდრეუ - ჯიღაური
60.ტვილდიანი - იაგუე
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ხმალაძე, პაპავა, კოშკაძე

კოლხეთი
69. ტუღუში - ციცხვაია (69)
82.პავლიაშვილი - გ.კილასონია
85. პ.დათუნაიშვილი - ცხადაია

სათადარიგოები: ხარშილაძე, ცხვიტარია, წაბრია, გულუა

გაფრთხილება: ტვილდიანი(29), გოგუა (76), ლომაშვილი (90)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

"დინამომ" ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშა პლეი ოფში. 2 აპრილს "დინამო" მდევრის როლშიც კი აღმოჩნდა ფოთის "კოლხეთთან". საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს რთული პერიოდი აქვს, თითქოს გარდამავალ ეტაპზეა და კალაპოტს ეძებსო.

პირველი ტაიმი ისეთი უღიმღამო გამოდგა, ფანტაზიის ფანტასტიკური უნარი უნდა გქონდეს, რიგიანად რომ აღწერო. "კოლხეთს" ემჩნეოდა, რომ ფრეთიც კმაყოფილი დარჩებოდა, "დინამოს" კი მწყობრად თამაში არ გამოსდიოდა. პირველი 45 წუთი ისე გაილია, არც ერთ გუნდს არ შეუქმნია საგოლე მომენტი. სახიფათო ეპიზოდებიც, ფაქტობრივად, არ იყო.

"დინამოს" დამრიგებელმა გიორგი დევდარიანმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე - ჩისკო ტრავმის გამო არ იყო; ლევან ხმალაძე, ჯაბა ჯიღაური და ალექსანდრე კოშკაძე სათადარიგოებში გაამწესა; სასტარტოში კი ოთარ ხიზანეიშვილი, ანდრეუ, კარლეს კოტო და რობერტინიო დააყენა.

ძალიან ძნელია, როცა სტაბილურ შემადგენლობას დაეძებ და თან მაღალი შედეგი მოგეთხოვება. "დინამო" სულ სხვა საზომია, საქართველოს ჩემპიონატში მწვრთნელისთვის ვინძლო ყველაზე რთული გამოცდა სწორედ "დინამოა".

დევდარიანს ჩისკოს გარდა, ტრავმირებული ალვარო და გიორგი მერებაშვილიც არ ჰყავდა, მაგრამ ოთხი ფრეს შემდეგ, გამარჯვების გარდა, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაეთვლებოდა.

"დინამომ" საკუთარი თამაში ვერ იპოვა. ეს არ არის ადვილი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდი კალაპოტში ვერ ზის. "კოლხეთს" კი მხოლოდ კომპლიმენტი ეკუთვნის - დავით მახარაძის გუნდი რვა საუკეთესოშიც მოხვდა და ამის შემდეგაც რიგიანად თამაშობს.

მეორე ტაიმის დასაწყისი ფოთელთა უპირატესობით წარიმართა. ლაშა გვალიას დარტყმა გიორგი ლორიამ კუთხურზე მოიგერია. მერე იყო მორიგი არასასიამოვნო ეპიზოდი "დინამოსთვის" - ლორიამ ფეხით კარგად ვერ აიტანა ბურთი და ბექა ტუღუშმა კინაღამ დასაჯა მოწინააღმდეგე.

56-ე წუთზე გვალიამ ჯარიმა მოიპოვა, პაატა დათუნაიშვილმა ჩააწოდა, "დინამოს" დაცვამ და მეკარემ ალღო ვერ აუღეს სიტუაციას და ომარ გოგონაიამაც შანსი გამოიყენა.

"დინამოს" დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა, რომ გაშვებული ბურთის შემდეგ პირველი საგოლე შესაძლებლობა შეექმნა - მარჯვენა ფლანგზე ჯაბა ჯიღაურმა ითამაშა კარგად, ჩააწოდა და არდალიონ მიქაბერიძემ ისეთი ბურთი აუღო ირაკლი ძარიას, თქვენი მოწონებული.

"დინამოს" არც "კოლხეთი" ჩამორჩა - ლორია კარგად ვერ გამოვიდა კარიდან. ბურთი გვალიას მიუვიდა. მეკარისგან მიტოვებული კარისკენ დროულად ვერ დაარტყა, ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა და სიზუსტემ უმტყუნა.

"დინამომ" ამასობაში ზეწოლა გააძლიერა და დამსახურებულად გამორჩა გამთანაბრებელ გოლს. რობერტინიომ მარჯვენა ფლანგზე იჩაუქა, კარგად ჩააბზრიალა ბურთი "კოლხეთის" საჯარიმოში და ჯიღაურმაც ისეთი თავური მიაყოლა, მეკარისთვის აუღებელი რომ არის.

მადა ჭამაში მოდისო და "დინამო" მოსაგებადაც გაიქაჩა. მასპინძლები მართლაც მეტი მონდომებით ათამაშდნენ და კინაღამ სამ ქულასაც გამორჩნენ - გოგონაიას შეცდომის შემდეგ ძარია აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მატჩის შემდეგ
დავით მახარაძე (კოლხეთი): ოთხი ფრეს შემდეგ "დინამოს" მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და ყოველივე ამისთვის მზად ვიყავით. მოგება შეგვეძლო, თუმცა ფრეთიც კმაყოფილი ვარ.

გიორგი დევდარიანი (დინამო): თუ საქმეს წაადგება, მზად ვარ, ჩემი ადგილი სხვას დავუთმო. ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

არ მსურს სხვა ფაქტორებზე საუბარი. არავის არაფერს ვაბრალებ, ყველაფრის მიზეზი ალბათ ჩემშია. არ მინდა, დარცხვენილი ვიყო. ეს არ არის ჩემი მდგომარეობა.

მანამდე ვატყობდი, რომ მქონდა მწვრთნელისთვის საჭირო უნარი და ნიჭი. ახლა კი სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომელშიც პრობლემებია. იმედი მაქვს, რომ დღეს თუ არა ხვალ "დინამო" უკეთ ათამაშდება.

* * *
საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. V ტური

სხვა მატჩები

მეტალურგი-ტორპედო 2-1 (იხილეთ ვრცლად)

დილა-მერანი 4-2
(იხილეთ ვრცლად)

ბაია-ზესტაფონი 1-1


სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 19 11 6 2 32 15 39
2.მეტალურგი 19 11 2 6 28 22 35
3.დინამო თბილისი 19 7 7 5 32 25 28
4.ტორპედო 18 7 5 6 19 16 26
5.ბაია 19 5 6 8 16 24 21
6.დილა 19 5 6 8 21 21 21
7.კოლხეთი 19 4 8 7 12 22 20
8.მერანი 18 4 2 12 17 32 14

ბომბარდირები
დვალი (ზესტაფონი)
ჩისკო (დინამო)
ტატანაშვილი (მეტალურგი)

მომდევნო ტური
6 აპრილი. პარასკევი
კოხეთი-მერანი
ზესტაფონი-დილა
ტორპედო-ბაია
დინამო-მეტალურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფერგიუსონის მოხსნა 1988 წელს, დანიშვნიდან 3 წელში სურდათ "მანიუს" თავებს. კიდევ კარგი არ მოხსნეს.
გია გეგუჩაძის მოხსნას ითხოვდნენ "ზესტაფს" ფანები დანიშვნიდან 1 წელში - კიდევ კარგი არ მოხსნეს.
დატოვეთ დევდარიანი, არ წააგებთ, ოღონდ ბოლომდე ენდეთ, შეუძლებელია კაცმა ამ პრესში ნორმაურად იმუშავოს.
0
ძალიან კარგი მწვრთნელია დევდარიანი.უნდა დარჩეს და გააგრძელოს.გაზარდოს ისინი ვინც მოიყვანა ახლებიც დაამატოს ახალგაზრდებიდან.ცოტა თვითონ გაბრაზდეს ცოტა თვითონ გააბრაზოს ფეხბურთელები. არა უშავს,ამით ყველანი მოვიგებთ.
eurosvani
14:20 03-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული