სიონი-სპარტაკი 1:1 - ათი კაცის გაკეთებული საქმე

AutoSharing Option
2.04. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი
სიონი-სპარტაკი 1:1
გოლები: 0:1 მაისურაძე (61. შარაშენიძის პასით), 1:1 ბოლქვაძე (82. პენ.)

სიონი სპარტაკი
4-4-2 4-3-3
ბობღიაშვილი ნადირაძე
კობაური ჭაფოძე
სვანიძე მაჭავარიანი
ქემოკლიძე დ. ლომაია
ჩიკვილაძე ორბელაძე
ლ. ჩხეტიანი ჩივაძე
დ. ბოლქვაძე ნ. მაისურაძე
ჯოჯუა ჩაფიძე
ჭანკოტაძე შარაშენიძე
რეხვიაშვილი გაბაშვილი
მეტრეველი მელქაძე

მწვრთნელი მწვრთნელი
ხ. ქასრაშვილი ვ. ხაჩიძე

სიონი
56. რეხვიაშვილი - ქუცურუა
67. ჩხეტიანი - კაციტაძე
71. ჭანკოტაძე - ხიდეშელი
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, გ. ოქროპირიძე, ავსაჯანიშვილი, ხურციძე

სპარტაკი
89. გაბაშვილი - სამხარაძე
90. შარაშენიძე - გიორგი გურეშიძე
სათადარიგოები: ძაგანია, ტეტუნაშვილი, მერეჩკო, თუხარელი, დ. გელაშვილი

გაფრთხილება: მაისურაძე (46), ჭაფოძე (75),
ჩივაძე (78), ორბელაძე (80), მელქაძე (85)

გაძევება: ჩაფიძე (52), ჯოჯუა (85)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ბოლნისში ასეთი საინტერესო მატჩის მომსწრე გახდებოდა. თუმცა ფაქტია, რომ შესვენების შემდეგ კარგი სანახაობა ვიხილეთ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა, თუმცა რაკი "სიონი" მეტოქეზე უარეს ვითარებაში იყო, სამი ქულისთვის ბრძოლა, პირველ რიგში, სწორედ მასპინძლებს მართებდათ.

პირველ ტაიმში ბოლნისელები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედანი ლაშა ჩაფიძეს დაატოვებინეს და თითქოს ამით სტუმრები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ "სიონმა" კაცნაკლულ "სპარტაკს" ვერ აჯობა.

ათკაციანი სტუმრები სულ მალე დაწინაურდნენ - ნიკოლოზ მაისურაძე თეიმურაზ შარაშენიძის გამჭოლ გადაცემას გამოეხმაურა. "სიონმა" მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, მაგრამ მაინც ვერ მოიპოვა იმხელა უპირატესობა, რიცხობრივ უმრავლესობაში მოთამაშე გუნდს რომ შეეფერება.

მასპინძლებმა საწადელს შეცვლაზე შესული ვალერიან კაციტაძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანით მიაღწიეს. სტუმრებმა არბიტრის ეს გადაწყვეტილება კი გააპროტესტეს, მაგრამ ამაოდ. პენალტის ნიშნულთან გამოცდილი დავით ბოლქვაძე მივიდა და თანაფარდობა აღადგინა.

მეორე ტაიმში საგოლე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მთლიანობაში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრა კანონზომიერი შედეგით დასრულდა. 85-ე წუთზე არბიტრმა ვლადიმერ ჯოჯუაც გააძევა. დარჩენილ წუთებში ორივე გუნდმა სცადა გამარჯვება, მაგრამ მიზანს ვეღარავინ მიაღწია.

თუ უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობა თექვსმეტამდე არ გაზარდეს, ელიტაში დასარჩენად "სიონსაც" და "სპარტაკსაც" დიდი ბრძოლა დასჭირდებათ. დღეისთვის კი ამ ორს შორის სამქულიანი უპირატესობა ვლადიმერ ხაჩიძის გუნდის მხარესაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული