გიორგი რეხვიაშვილი: დროა, თბილისის "დინამომ" საკადრისი თამაში აჩვენოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა გიორგი რეხვიაშვილმა რუსთავის "მეტალურგთან" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეექვსე ტურის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რეხვიაშვილი გასულ სეზონში რუსთაველების რიგებში თამაშობდა.

"ჩვენი მეტოქე საკმაოდ სერიოზული გუნდია. კონკრეტულად არავის გამოვყოფ, რადგან ძალიან შეკრული და მებრძოლი კოლექტივია.

ამ ეტაპზე ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან სატურნირო ცხრილში და შესაბამისად, რთული მატჩი გვექნება. წინა მატჩი მათთან კი მოვიგეთ, მაგრამ შეხვედრა უშეღავათო იქნება.

ყველანი მზად ვართ ამ თამაშისთვის. ბოლო დროს უიღბლობა დაგვჩემდა და უკვე აშკარად დროა, "დინამომ" თავისი საკადრისი თამაში აჩვენოს", - განაცხადა
რეხვიაშვილმა.

ამ დროისთვის "დინამო" პლეი ოფის სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან რუსთავის "მეტალურგს" და პირველადგილოსან "ზესტაფონს" ჩამორჩება.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული