კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ესპანელი ფორვარდი იძულებითი პაუზის შემდეგ "დინამოს" დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შეხვედრის ბოლო წუთებზე დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ ერთ-ერთ მცველთან შეჯახებისას გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნო და სასწრაფოდ ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.