მდგომარეობა დაიძაბა - რუსთავის "მეტალურგს" "ზესტაფონამდე" ქულაღა აშორებს

AutoSharing Option
14 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

პლეი ოფში საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" მარტვილში "მერანს" ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში ფრეს დასჯერდა.

ჩემპიონები ჯაბა დვალის დუბლით უკვე მე-19 წუთზე ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ. მართალია, პირველივე ტაიმში მასპინძელთაგან პაპუნა ფონიავამ ერთი ბურთი მალევე გაქვითა, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა დავით მუჯირმა 51-ე წუთზე, აუღებელი საჯარიმო დარტყმით კვლავ აღადგინა და თითქოს "ზესტაფონს" სამი ქულის მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდა...

მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდა მარტვილური მატჩის უდავოდ მთავარი გმირი გიგა
ჟვანია, რომელმაც ათწუთიან მონაკვეში (62-ე და 72-ე წუთებზე) ორჯერ გაუტანა სტუმრებს. გიგამ მეორე გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

ამის შემდეგ თორნიკე გრიგალაშვილმა მალევე კვლავ დააწინაურა "ზესტაფონი" (4:3), თუმცა იმავე ჟვანიამ შეხვედრის მიწურულს გატანილი მეორე პენალტით ჰეთ თრიქი გაიფორმა და ამ დრამატული მატჩის საბოლოო შედეგი - ფრე 4:4 დააფიქსირა.

სატურნირო ცხრილის ლიდერის წაფორხილებით ისარგებლა რუსთავის "მეტალურგმა", რომელმაც "ფოლადზე" ფოთის "კოლხეთი" მიიღო და მინიმალური სხვაობით კი სძლია, თუმცა მოპოვებული მნიშვნელოვანი სამი ქულით "ზესტაფონთან" სხვაობის ერთ ქულამდე შემცირება შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლით თავი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩინა.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, კვლავ ფრედ დაასრულა შეხვედრა თბილისის "დინამომ", რაც გუნდის ზედიზედ მეშვიდე საყაიმო ანგარიშია.

გიორგი დევდარიანის გუნდი სტუმრად "ბაიასთან" პირველ ტაიმში სულაც ორი ბურთით აგებდა. დუბლით 21-ე და 39-ე წუთებზე გიორგი გაბედავა გამოირჩა. შეხვედრის მეორე ნახევარში გატანილი გოლებით "დინამოს" ქულა რობერტინიომ (56) და ირაკლი ძარიამ (89) გადაურჩინეს.

გორში, საკუთარ მოედანზე დაბრუნებულმა "დილამ" თავი არც შინაურ კედლებში შეირცხვინა და მინიმალური ანგარიშით ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა. გოლი ლვოვის "კარპატიდან" გორელთა კლუბში ამ ზამთარს გადმობარგებულმა ნახევარმცველმა სანდრო გურულმა 62-ე წუთზე გაიტანა.

პლეი ოფი. VII ტური
14 აპრილი
მერანი-ზესტაფონი 4:4 (1:2)
მეტალურგი-კოლხეთი 1:0 (0:0)
ბაია-დინამო (თბ) 2:2 (2:0)
დილა-ტორპედო 1:0 (0:0)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ზესტაფონი 21 11 7 3 38-22 40
2. მეტალურგი 21 12 3 6 30-23 39
3. ტორპედო 21 9 5 7 23-18 32
4. დინამო 21 7 9 5 35-28 30
5. დილა 21 7 6 8 25-23 27
6. კოლხეთი 21 5 8 8 16-24 23
7. ბაია 21 5 7 9 19-28 22
8. მერანი 21 4 3 14 22-42 15

მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა პლეი აუტშიც. "გურიამ" ლანჩხუთში "ვიტ ჯორჯიას" სძლია 1:0, ბათუმის "დინამომ" კი ამავე ანგარიშით შინ ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა.

პლეი აუტის სატურნირო ცხრილის ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ" მორიგი გამარჯვება "გაგრასთან" მიითვალა - 2:1, ბოლნისის "სიონმა" კი აუტსაიდერი "მერცხალი", შეიძლება ითქვას, გაბრდღვნა - ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

პლეი აუტი. VII ტური
14 აპრილი
ჩიხურა-გაგრა 2:1 (2:1)
გურია-ვიტ ჯორჯია 1:0 (1:0)
სიონი-მერცხალი 5:0 (1:0)
დინამო (ბთ)-სპარტაკი 1:0 (1:0)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩიხურა 7 5 1 1 12-7 16
2. გურია 7 4 2 1 13-9 14
3. ვიტ ჯორჯია 7 4 1 2 7-4 13
4. სიონი 7 3 2 2 14-8 11
5. სპარტაკი 7 2 2 3 8-9 8
6. დინამო (ბთ) 7 2 2 3 5-9 8
7. გაგრა 7 1 3 3 7-8 6
8. მერცხალი 7 0 1 6 1-13 1
მკითხველის კომენტარები / 7 /
ესეთი მსაჯების ხელში ზესტა რო ფრეს დაჯერდა ეგეც საამაყოა. მოგებული თამაში წააგებინეს
gigi
11:03 15-04-2012
0
ეს ჰემპიონატი 2 გუნდისა რომელიც ქულებს ცვლის ზესტაპონელი ვარ დედა არ ეკოლება იმ მცაჯს ვინც მერანი ზესტა იმსაჯა რამდენი გადაგიხადეს მარტვილელებო ტავი რომ მოიკალიტ 5 ატასი
paata
19:40 15-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული